სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღის თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა“- 2025 წლის საქმიანობის ანგარშზე და 2026 წლის გეგმებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა 
30-12-2025
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
 
მისი თქმით, 2025 წელს თბილისში ორი ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, სადაც 1000-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას; გრძელდება ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთა ნაწილი 2026 წელს ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში; მიმდინარეობს სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და ასევე დაწყებულია სამზადისი ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებისათვის 2026 წელს.
 
„საინტერესო წელი იყო სააგენტოსთვის, რადგან დასრულდა ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, დავიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ითვალისწინებს ბავშვთა და პერსონალის აღრიცხვის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლას, საშუალოდ 25%-ით გაიზარდა ბაგა-ბაღების პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, გაიზარდა საზაფხულო ბაღების რაოდენობა და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
 
თბილისის მერის მოადგილემ, კახა აბულაძემ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში 1000-მდე ბაღის თანამშრომელი გადამზადდა. პერსონალთა კვალიფიკაციის ამაღლება კი მომავალშიც გაგრძელდება.  
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, აღმზრდელების ღირსეული ანაზღაურებისთვის.
 
„როდესაც სკოლამდელ განათლებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალზე, იმ ფუნდამენტზე, საიდანაც ბავშვები პიროვნულ განვითარებას იწყებენ. პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს, სკოლამდელი აღზრდის გარემო - სრულყოფილი, ინკლუზიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება