სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრის გადაწყვეტილება ყველა საჯარო სკოლას ეხება - სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას პირდაპირ სამინისტრო განიხილავს
26-12-2025
-
+


„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტით, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე აწერს, განისაზღვრა, რომ სკოლას  „შეიძლება მიენიჭოს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირის სახელი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის/სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის/ქონების/ბუნებრივი რესურსების/სახელმწიფო ინტერესების დაცვა ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება“.

აქამდე განსაზღვრული იყო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭებოდა „სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, აგრეთვე ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში – გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი; სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი; სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი“ 

ცვლილება შეეხო დოკუმენტის მე-5 მუხლსაც და თუ ადრე, სკოლის სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას განიხილავდა სამინისტროს მიერ შექმნილი საკონსულტაციო საბჭო, ახლა განათლების სამინისტრო განიხილავს, დოკუმენტაცია კი სკოლის სამეურვეო საბჭომ ოქმსა და საკრებულოს გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გაგზავნოს:

„სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიციატივის წარმდგენი თავად საკრებულოა), სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზავნის  სამინისტროში.

„დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება