სიახლეები
სიახლეები

„თუ ცხოვრებაში ჩემი შვილისთვის რაიმე კარგი გამიკეთებია, ეს მისი IZRUNE.GE - ში ჩართვაა“ - პროექტს წარმატებული „იზრუნელების“ მშობლები აფასებენ​
24-12-2025
-
+


ინოვაციური პროექტის Izrune.ge -ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, თავი მოიყარეს ყველაზე ჭკვიანმა და გონიერმა მოზარდებმა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე აქტიურად ასრულებდნენ საგნობრივ ტესტებს, იძენდნენ ცოდნასა და ახალ უნარებს.

წლის ყველაზე წარმატებულ „ვარსკვლავებს“ პერსონალური დიპლომები და სპეციალური წერილები გადაეცათ. დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, ასევე სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებს.  

მოსწავლეთა მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, ღონისძიება რამდენიმე ეტაპად, არაერთი საინტერესო აქტივობის თანხლებით წარიმართა. მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა კვლავ შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.

ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს, განათლების მიღებასთან ერთად დაეხმაროს, უკეთ შეიცნონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოიმუშაონ დროის ეფექტური მართვის უნარი და სწორი ინტუიცია. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების მოტივაციის და განათლების სადარაჯოზე და ამას მოსწავლეთა მშობლებიც ადასტურებენ:

პროექტისა და ღინისძიების შესახებ გვესაუბრა ბადუ ბერეკაშვილის მშობელი, მარი აბრამიშვილი: „არ მგონია სიტყვები მეყოს იმ ემოციების აღსაწერად და გადმოსაცემად, რომელიც ღონისძიებისას მივიღე. ძალიან თბილი, პოზიტიური გარემო და აურა იყო, ძალიან  მიხარია და ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ზოგადად შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თუ ცხოვრებაში ჩემი შვილისთვის რაიმე კარგი გამიკეთებია ერთ-ერთი მისი izrune.ge- ში ჩართვაა. 

მესამე წელია რაც პროექტში ვართ ჩართულნი და ნამდვილად ძალიან შეიცვალა ჩემი შვილი, უფრო თავდაჯერებული გახდა, აუმაღლდა თვითშეფასება და გაუჩნდა სიამაყის შეგრძნება, რომ ისეთ მაგარ პროექტში იღებს მონაწილეობას როგორიც izrune.ge-ია.  ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ბადუ უფრო კომუნიკაბელური გახდა თანატოლებთან, უფრო გახსნილი და თამამი, რაც ნამდვილად ამ პროექტის დამსახურებაა. აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან საჭირო, ასაკზე მორგებულ და მნიშვნელოვან ცოდნას იღებს პროექტის დამსახურებით, ამიტომაც მინდა izrune.ge-s ავტორს და მის თითოეულ წევრს უდიდესი მადლობა გადავუხადო, იმ შრომისთვის და სიყვარულისთვის რომელსაც პროექტში დებენ“.

izrune.ge - ს დადებით მხარეებზე ისაუბრა გიორგი სურმანიძემ, რომლის შვილებიც უკვე წლებია ჩართულნი არიან პროექტში. 

„ელენეს და ლილეს ძალიან მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები. დიდ მოტივაციას აძლევს ის სიგელები და დიპლომები, რომლებსაც ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ იღებენ. ბავშვები ძალიან საჭირო უნარებს ივითარებენ ამ პროექტის დახმარებით, და იძენენ ცოდნას, რომელიც მათ ნამდვილად ადგებათ ცხოვრებაშიც. ამიტომაც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს. რაც შეეხება ღონისძიებას. ბავშვებს ძალიან სურდათ და ელოდებოდნენ დაჯილდოების ცერემონიალს, მართალია უმცროსს კონცერტი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა და izrune.ge-ს ღონისძიება არ გამოტოვა. პროექტის ეს ნაწილი დაჯილდოება, ალბათ ერთ-ერთი საყვარელი და სასიამოვნო მოვლენაა ბავშვებისთვის“, რომელიც მათ მოტივაციას კიდევ უფრო მეტად ზრდის“.

პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა მელი ხუნდაძის მშობელმა. როგორც ლიკა გიორგაძემ აღნიშნა, ყოველ ხუთშაბათს მელი განსაკუთრებულად ელის izrune.ge - ს ტესტებს. 

„პროექტმა ნამდვილად მოახდინა დადებითი გავლენა მელიზე. ასწავლა ტესტებთან მუშაობა, გამოუმუშავა ისეთი უნარები, როგორიცაა დროის მართვა, სწრაფი აზროვნება. უფრო მეტი მოტივაცია მისცა სწავლისთვის და უფრო თავდაჯერებული გახადა. ყოველთვის უხარია ტესტის შესრულება და დილიდანვე თავად მახსენებს, რომ ხუთშაბათია და ტესტი უნდა შეასრულოს. 

აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან მოგვეწონა ღონისძიების ფორმატი, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ყველა თბილად ექცეოდა ბავშვებს და დიდი სიყვარულს გამოხატავდნენ თითოეულ მონაწილის მიმართ. პროექტის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეს დამოკიდებულებაცაა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ“. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მათ ბავშვებს დაუვიწყარი, სითბოთი სავსე დღე აჩუქეს

გასვლითი ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაძლიერებას

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება