| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტი გამოქვეყნდა და ცნობილია, რა ცვლილებები იგეგმება საბავშვო ბაღების მიმართულებით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულება...“
გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია − საუბარია 885 დაწესებულებაზე. ასევე განხორციელდება „საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, რომლის შედეგად გაუმჯობესდება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, დასაქმებული პირების კვალიფიკაცია და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა“.
სამოქმედო გეგმა ყველა არაქართულენოვან სახელმწიფო ბაღში ბილინგვური სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.
„გაძლიერდება სკოლამდელი პროგრამა როგორც ბაღებში, ისე სკოლებში, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ჰარმონიულ გადასვლას ბაღიდან სკოლაში. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პირველად დაინერგება სკოლამდელი განათლების დივერსიფიცირებული მოდელები.
დაინერგება სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემა. ამასთანავე, ამუშავდება მძლავრი მექანიზმი სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოსაზიდად. გარდა ამისა, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა დასაქმებულ პირთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის“, - ნათქვამია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას