| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ არაერთ ცვლილებაზეა საუბარი, მათ შორის სკოლებში ეროვნულ შეფასებებად წოდებულ გამოცდებსა და სასკოლო ნიშნების გათვალისწინებით უმაღლესში ჩაბარებაზე.
„რეფორმების შედეგების გაზომვის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით განხორციელდება ეროვნული შეფასებები დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. აღნიშნული შეფასებებით ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა და სკოლის დონეებზე, საგნობრივ ჭრილში იდენტიფიცირდება სისტემის საჭიროებები და გამოწვევები, გამოიკვეთება კონკრეტული ღონისძიებებისა და ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა სასკოლო და ეროვნულ დონეებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეები მხოლოდ მე-6 და მე-9 კლასების დასრულებისას გაივლიან ტესტირებას.
გარდა ამისა, იგეგმება, გაითვალისწინონ სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად: „პირველად საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთანავე, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები“, - ნათქვამია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას