| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ ტრადიციული შეხვედრა-დაჯილდოება 2025 წლის 20 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება.
წარმატებულ „იზრუნელებს“ გადაცემათ პერსონალური დიპლომები და სპეციალური წერილები. დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებსაც.
ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე და წელსაც დიდი სიყვარულით ელის ცოდნის პატარა მაძიებლებს, რომლებსაც ღონისძიებაზე წინასაახალწლო სიურპრიზი ელით.
ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი ჩაატარებს, რომელიც პირადად გადასცემს პატარა „იზრუნელებს“ პერსონალურ დიპლომებს და გულშემატკივართა მოსაზრებებსაც მოისმენს.
მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა კვლავ შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას