სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება
20-12-2025
-
+


ორიოდე კვირაში მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდება და პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში უნდა ასახონ - კლასებისა და საფეხურების გათვალისწინებით, ზოგ საგანში იწერება ჩათვლა, ზოგ შემთხვევაში კი განმავითარებელი შეფასება. გთავაზობთ ინსტრუქციებს:

ჩათვლის დაწერა მონაცემების გვერდიდან

სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის და ჟურნალის ადმინისტრატორის როლის მქონე მოხმარებელს შეუძლია მონაცემების მოდულში, მოსწავლის ბარათზე დაარედაქტიროს ჩათვლიან საგანზე მოსწავლის მიერ მიღებული შეფასება. მოსწავლის ბარათზე შესაბამისი ჩანაწერის გასწვრივ, მომხმარებელი დააწვება რედაქტირების ღილაკს.

რედაქტირების ღილაკზე დაჭერით ამოვა არჩეული საგნისა და კლასის სემესტრული/წლიური შეფასების პოპაპი, დათვალიერების რეჟიმში.

რედაქტირება“ ღილაკზე დაჭერით ფორმა გახდება რედაქტირებადი. მომხმარებელი აირჩევს სექტორს, რომელზეც სწავლობდა მოსწავლე არჩეულ საგანს, მიუთითებს ჩათვლის სტატუსს, ჩაეთვალა თუ არა მოსწავლეს შესაბამის საფეხურზე არჩეული საგანი და შეინახავს ინფორმაციას. კორექტირებული შეფასება აისახება მოსწავლის ბარათზე.

ანალოგიურად, ჯამური შეფასების რეპორტში, ჩათვლიანი საგნების შემთხვევაში გამოჩნდება ინფორმაცია ჩათვლის შესახებ.

სემესტრული განმავითარებელი შეფასება

საგნებზე, რომლებიც ფასდება სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას. ასეთ საგნებზე სემესტრულ შეფასებაში გამოჩნდება სემესტრული განმავითარებელი შეფასების სვეტი.

ღილაკზე დაჭერით გამოვა ტექსტური ველი, სადაც მასწავლებელი შეიყვანს მოსწავლის შეფასებას. აღნიშნული სიმბოლო გამოჩნდება სემესტრული განმავითარებელი შეფასების სვეტში იმ მოსწავლეების გასწვრივ, რომლებზეც მასწავლებელს დაფიქსირებული აქვს შეფასება. ამავე ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია უკვე დაფიქსირებული შეფასების ნახვა და საჭიროების შემთხვევაში შეფასების რედაქტირება/წაშლა. სემესტრის ბოლოს კლასის დამრიგებელიც შეძლებს მოსწავლეებისთვის სემესტრული განმავითარებელი შეფასების დაწერას. კლასების მოდულში, სადამრიგებლო კლასებზე გადასვლისას მომხმარებელს თითოეული კლასის გასწვრივ გამოუჩნდება ღილაკი „სემესტრული განმავითარებელი შეფასება“.

ღილაკზე დაჭრით გაიხსნება მოსწავლეების შეფასების ფორმა, სადაც კლასის დამრიგებელი შეძლებს მოსწავლეებისთვის კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება