| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფციას გამოხმაურებები და არაერთი კითხვისნიშანი მოჰყვა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2027-2028 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ. ეს კი ნიშნავს აბიტურიენტების გაორმაგებულ რაოდენობასა და ასევე გაორმაგებულ კონკურენციას.
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „ამ გარემოებას სამინისტრო რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯებს არ უპირისპირებს - აბიტურიენტები ჩვეულებრივ ჩაერთვებიან გაორმაგებულ კონკურენციაში და უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენილებს პროფესიულ სასწავლებლებს შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება“.
„ჩვენი მიზანია სახელწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხობრივი კომპონენტი გაიზარდოს, გაიზარდოს კონკურენცია. უნდა გვქონდეს სწორი და ძლიერი ბმა სასკოლო პერიოდსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის, პროფესიული კომპონენტი უნდა გავაძლიეროთ, რომ შეეხიდოს უმაღლეს განათლებას. 2027-2028 სასწავლო წელს კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, ეს ცალსახაა.
ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კონკურენციის გათვალისწინებით, სრული სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვით, უმაღლეს სასწავლებლებში კონკრეტულ პოზიციებზე მოხვდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისი ცოდნით მოიპოვებენ ამ ადგილს. რაიმე კვოტის გაზრდაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. თუმცა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ასევე პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისკენ“ - განაცხადა გივი მიქანაძემ და დასძინა, რომ 11-წლიან სასკოლო სწავლებაზე გადასვლა 2027-2028 სასწავლო წლიდან მოხდება - იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ მე-9 კლასში და ქვემოთ, უკვე მოუწევთ 11-წლიან სასწავლო პროცესში მონაწილეობა და სწორედ ამ წელს დაასრულებს სკოლას ერთად მე-11 და მე-12 კლასი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას