სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„SOS! ბუნება განსაცდელშია, დედამიწას დახმარება სჭირდება!“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და ეკოაქტივობების კვირეული
29-04-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული თემაზე - „SOS! ბუნება განსაცდელშია, დედამიწას დახმარება სჭირდება!!!“

22 აპრილს, დედამიწის დღეს, ეკოკლუბის წევრებისა და მასწავლებლების - ნაირა ბერულავას, ეკა ადამიასა და ლელა ხუხუნის ინიციატივით, მოეწყო დასუფთავების აქცია სკოლისა და სოფლის სკვერის ტერიტორიაზე. მათ მოსწავლეებთან ერთად, „დიდება გმირების“ მემორიალთან დარგეს ყვავილები. სკოლის ეზოში მოეწყო ნარგავების გასხვლა-დასუფთავება.

23 აპრილს, VII-IX კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები.

24 აპრილს, V კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელშიც საინტერესოდ გადმოსცეს, რა შეიძლება მოხდეს ბუნების დანაგვიანების, ტყის გაჩეხვის, ჰაერისა და წყლის დაბინძურებისას. აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი ლიკა კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა.

25 აპრილს ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნითი ინფორმაციული ნაწილი:

ტყე ჩვენი ფილტვებია - ტყის მნიშვნელობა, მსოფლიოსა და საქართველოს გამორჩეული ტყეები;

სუფთა ჰაერის მნიშვნელობა, ჰაერის გაწმენდის მეთოდები;

სუფთა წყლის მნიშვნელობა, წყლის გაწმენდის მეთოდები;

V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „წითელი წიგნი“.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო გზავნილიც გააჯღერეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. მიმართვის ტექსტი წაიკითხეს IX კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ჩაჩიბაიამ და ანი ბესელიამ.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება