| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
მე-2გ კლასში (მასწავლებელი: ე. იაშვილი) ჩატარდა საინტერესო პროექტი თემაზე - „მთის და ბარის მდინარე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ იბადება და ვითარდება მდინარე მთაში, როგორ იცვლება მისი კალაპოტი, სიჩქარე და ფორმა, სანამ დაბლობზე ჩადგება და ჩაედინება ზღვაში ან ტბაში.
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს. მათ სხვადასხვა მასალისგან (ქაღალდი, პლასტილინი, ბამბა, ხე, მწვანე ბალახი და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ნივთიერებები) საკუთარი ხედვით შექმნეს მდინარის გზა მთიდან ბარში.
მაკეტებზე მკაფიოდ ჩანს: თოვლიანი მწვერვალები, საიდანაც იწყება მდინარე; ვიწრო, სწრაფი დინების კალაპოტები მთაში; მდორე, განიერი და მოსახვევებით გამორჩეული მდინარე ბარში.
ამ პროექტმა არა მხოლოდ ღრმად გააცნო მოსწავლეებს გეოგრაფიული პროცესები, არამედ განუვითარა შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი