სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
02-04-2025
-
+


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარია არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხშირად, ბავშვის მონაცემების დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებული ინსპექტირებების ფარგლებში, „ორგანიზაციები ნაკლებად წარმოაჩენენ პოზიციებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებიდან გამომდინარე“. 

სამსახური ერთ-ერთ გამოწვევად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას ასახელებს: „საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის, საქმიანობის სპეციფიკის მრავალფეროვნების, დასაქმებულ და განათლების მიმღებ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, ამ სფეროში მონაცემთა დამუშავების პროცესებთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა. სკოლებში, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირები, ყოველდღიური, საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში პროფესიული ხასიათის არაერთ მონაცემს მოიპოვებენ და გასცემენ.

თავის მხრივ, პროფესიული საქმიანობისას მონაცემთა დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში ექცევა. შესაბამისად, დაწესებულებებმა, დირექციის თანამშრომლებმა, პედაგოგებმა როგორც კოლეგებთან, ასევე მოსწავლეებთან ან/და სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებამდე, სპეციალური დანიშნულების ე. წ. „ჩათებში“ განთავსებამდე მონაცემების დამუშავების საფუძვლის არსებობა უნდა შეაფასონ“.

აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე საჯარო სკოლები მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მოპოვებას არასწორად ცდილობდნენ. როგორც წესი, თანხმობის ფორმებს თავად სკოლები ადგენენ, ხოლო ბავშვების წარმომადგენლები დოკუმენტზე ხელმოწერას აფიქსირებენ. თავის მხრივ, საჯარო სკოლებში მიმდინარე სტანდარტულ მონაცემთა დამუშავების პროცესები კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

„გარდა ამისა, განათლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურებაა. კონკრეტულ სკოლაში ჩარიცხვის საკითხზე არსებობს მშობლების განაცხადი, შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, როგორც საფუძველი, გამოსადეგია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხია თანხმობის სწორად მოპოვებაც. სუბიექტმა თანხმობა უნდა განაცხადოს კონკრეტული და მკაფიო, კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავებაზე. სკოლების მიერ ზემოხსენებული თანხმობების მოპოვების მცდელობისას დოკუმენტის სტანდარტული ტექსტი ამ ინფორმაციას არ შეიცავდა და ასევე ბუნდოვანებას იწვევდა დოკუმენტში ასახული იმგვარი მონაცემების საჭიროება, როგორებიცაა ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, თანხმობის ტექსტის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ არ იწვევდეს ბუნდოვანებასა და არაგონივრულად ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებისთვის, როგორც იმ პირებისთვის, რომელთაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმწიფისთვის არ მიუღწევიათ, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკები, შედეგები, დაცვის მექანიზმები და მათი უფლებების ფარგლები შესაძლოა ნაკლებად იყოს ცნობილი. აქედან გამომდინარე, ბავშვების მონაცემების კანონიერად დამუშავებისთვის, მათი სიზუსტისთვის, განახლებისთვის, პროაქტიული ზომების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის სრულწლოვან წევრებთან ერთად ბავშვები სხვადასხვა პროგრამის ან/და პროცესის მონაწილენი ხდებიან, შესაძლოა მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებულობა საკმარისი არ იყოს.

რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა და ბაღებმა არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას?

„ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება მნიშვნელოვანი პრინციპია და იგი ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვრცელდება. შესაბამისად, მონაცემების დამუშავების დროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა და დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისათვის ინდივიდუალური და სათანადო მიდგომები უნდა გამოიყენონ. მათ შორის: შესაძლებლობის შემთხვევაში ჩართონ არასრულწლოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვს გაესაუბრონ მისი ლექსიკური მარაგისა და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე პირების დახმარებით შეაფასონ ბავშვის მიერ გამოხატული ნება და მხედველობაში მიიღონ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ასაკი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება