სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
19-03-2025
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ კვალიფიკაციის ამაღლების კონკურსი გამოაცხადა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, რომელში მონაწილეობის უფლება აქვს: 

პირს, რომელიც ასწავლის სამინისტროს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირებას გაივლის ან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმში, სემინარში ან ტრენინგში. 

„კვალიფიკაციის ამაღლება“  საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პროფესიული განათლების მასწავლებლები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯში), კოლეჯის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში. 

პარტნიორი კოლეჯები შეარჩევენ საგრანტო კონკურსში მონაწილე პროფესიული განათლების მასწავლებლებს და გრანტის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს. 

შერჩეული პროფესიული განათლების მასწავლებელი, სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 5 000 ლარისა. 

პროფესიული განათლების მასწავლებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:

საერთაშორისო მგზავრობის ხარჯი; 

ცხოვრების ხარჯი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა. გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების/სტაჟირების გავლის დღეების პროპორციულად და შეიძლება დაემატოს თითო დღე/ღამე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამინისტროში წარმოდგენილი საერთაშორისო მგზავრობის დოკუმენტის საფუძველზე;

სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის/სტაჟირებისთვის რეგისტრაციის ხარჯი; 

ვიზისა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯი; 

სამედიცინო დაზღვევის ხარჯი; 

სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება