სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს მასწავლებლის, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას“- თეთრიკო პაპავა, ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგი
13-03-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათთვის უსაფრთო და კომფორტულ, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოს უზრუნველყოფს. აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოების სიძლიერე მასწავლებლის, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, შესაბამიად ყველაფერს აკეთებს სამკუთხედის შესაკრავად. მოტივაციას მოსწავლეები აძლევენ, ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მასწავლებლისა და მოსწავლის მეგობრულ ურთიერთობას, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პატივისცემა, ერთმანეთის სიყვარული და თანამშრომლობითი დამოკიდებულება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ პირველ კლასში არიან აღწევენ წარმატებეს, მოტივირებულები არიან რომ ისწავლონ რაც შეიძლება ბევრი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მასწავლებლის, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას წარმატების მისაღწევად.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემს მოტივაციას აძლიერებენ ჩემი მოსწავლეები, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებულ გარემოს სწავლის პროცესში და არ გაძლევენ საშუალებას მოდუნდე. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ვურჩევ მოსწავლეებს წაიკითხონ სხვადასხვა თანამედროვე მწერლების შემოქმედება. პირადი გამოცდილებით რაც ბოლოს წავიკითხე შემიძლია ვურჩიო წაიკითხონ შიო გვეტაძეს „მონანიება“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ეს იყო  სასწავლო ოლიმპიადები და სასკოლო ღონისძიებები, რომლებშიც როგორც მოსწავლე აქტიურად ვიყავი ჩართული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება