სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი მიზნებისკენ სწრაფვა“ - მანონი შონია, ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგი
13-03-2025
-
+


მანონი შონია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის            ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგია. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული გამოწვევებს არ უშინდება, აღნიშნავს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანი მიზნებისკენ სწრაფვაა. ერთობლივი მუშაობის მაგალითის კი მოწაფეებს თავად აძლევს. მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ამაყობს მათი სწავლის წყურვილით. მისთვის მთავარია ღირსეული მოქალაქეების აღზრდა, მოსწავლეებისთვის კი ისეთი ცოდნის მიცემა, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებნ. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგი მანონი შონია პასუხობს.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მზაობას სასკოლო სამკუთხედის - „მასწავლებელი - მოსწავლე - მშობელი“ მიზანსწრაფული მოქმედებებისკენ, შეასრულონ სკოლის მიერ დასახული მისია და მიიღონ სასურველი შედეგი, რომელიც არა მარტო მოსწავლეს, არამედ საზოგადოების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ერთიანი მიზნებისკენ სწრაფვა. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს ერთობლივი მუშაობის მაგალითი. იგი თანაბრად მასწავლებლისა უნდა მონაწილეობდეს ქცევის წესების, კომპლექსური დავალების პირობის შექმნასა და შეფასების რუბრიკების განხილვაში. ურთიერთობას არ უნდა თეორემად ანდა კიდევ თეზისად ჩამოყალიბება, ურთიერთობას თანამშრომლობით ისწავლიან.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ...

-  რადგან მიყვარს ისინი და სიყვარულითვე მპასუხობენ. მეამაყება მათი ადამიანობა, თავაზიანობა, სწავლის წყურვილი. ჩემთვის მთავარია ისინი ღირსეულ ადამიანებთან გაიზარდონ და მოახერხონ სკოლაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი. და მაინც მთავარი ის სითბოა წლების შემდეგ შეხვედრისას რომ შეიგრძნობ. „როგორ ხართ მასწ.“ ამ პატარა ფრაზაში მთელი მოღვაწეობა რომ გაგივლის თვალწინ. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, გუნდურობას. თუკი მოსწავლეებს ერთად მუშაობას ვასწავლით პირველ რიგში ჩვენ ხონ უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. მარტო თითების მოძრაობით მუშტი ვერ შეიკვრება. უნდა შევიკრათ საგნობრივ კათედრებში, გავწეროთ და განვახორციელოთ გეგმები. გავეცნოთ და განვახორციელოთ სიახლეები. განვიხილოთ ერთობლივად...

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ...

- ბავშვები. მათი ჟუჟუნა თვალების შემხედვარეს ყველა ტკივილი რომ გავიწყდება და შენი თვალებიც ციმციმს რომ დაიწყებს. 

იცინის ბავშვი, მის შემხედვარე

შენც გაიცინებ იყო გულცივიც.

სახეზე ღიმი რომ არ ეტევა,

სხეულის ყველა ნაკვთი უცინის.

იცინის როგორც წყარო ანკარა,

რის წყარო, დილის ათინათია.

რომ იცინოდეს დიდი ამგვარად,

თავისთვის ალბათ გიჟად ჩათვლიან.

სიცილისაგან ღაწვზე ცრემლები,

უელავს როგორც ნამი მოცისფრო,

იცინის შეხეთ ჭრელი ფოთლები,

ერთმანეთს ჩუმად როგორ კოცნისო. 

მხრებზე უელავს მზის დალალები

და თუ ბიჭი ხარ, მიდი ედავე.

რასაც ამჩნევენ ბავშვის თვალები,

დიდები იმას ვეღარ ხედავენ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ბავშვობაში ლექსები არ მიყვარდა. ასე მგონია რაღაცა დამაკლდა. ბევრი ლექსი იკითხონ და მათში უდიდეს ცხოვრებისეულ სიბრძნეს დაინახავენ. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- თეატრალური წარმოდგენები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება