სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებსაც ფსევდონიმებით ვიცნობთ და მათი რეალური სახელი ცოტამ შეიძლება იცოდეს
07-02-2025
-
+


ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი თავიანთ ნამუშევრებს ფსევდონიმით აქვეყნებენ. ხშირად იმდენად მკვიდრდება არსებული ფსევდონიმი საზოგადოებაში, რომ გვავიწყდება ამ მეტსახელების უკან მდგარი ადამიანების რეალური ვინაობა - სახელი და გვარი იკარგება.

ფსევდონიმებით ქართველი შემოქმედები ნამდვილად გამოირჩევიან, ამიტომაც გვინდა გაგაცნოთ ვინ დგას იმ ფსევდონიმების უკან რომლებსაც ყველანი ვიცნობთ, ზოგიერთი შეიძლება თქვენთვის კარგად ნაცნობი იყოს.

ქართველი ცნობილი ადამიანების ფსევდონიმები და ნამდვილი სახელები შემდეგია:

1. ვაჟა-ფშაველა -  ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - ლუკა რაზიკაშვილი;

2. ბესიკი - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - ბესარიონ გაბაშვილი;

3. ტერენტი გრანელი - პოეტი

ნამდვილი სახელი და გვარი - ტერენტი კვირკველია;

4. მარიჯანი - ქართველი მწერალი და პოეტი

ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე;

5. დუტუ მეგრელი - პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრი ხოშტარია;

6. ალექსანდრე აბაშელი - ქართველი პოეტი და მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი  - ალექსანდრე (ისაკ) ჩოჩია; 

7. ჯორჯ ბალანჩინი - წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი

ნამდვილი სახელი და გვარი - გიორგი ბალანჩივაძე;

8. ბაჩანა - პოეტი

ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ რაზიკაშვილი;

9. გარიყული - მწერალი და საზოგადო მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ თათეიშვილი;

10. სანდრო ეული - პოეტი 

ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ქურიძე;

11. განდეგილი - ქართველი პოეტი და პროზაიკოსი

ნამდვილი სახელი და გვარი - დომინიკა ერისთავი;

12. დია ჩიანელი - ქართველი მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - დავით ჩხეიძე;

13. შიო არაგვისპირელი - ქართველი მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - შიო დედაბრიშვილი;

14. ეგნატე ნინოშვილი - ქართველი მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - ეგნატე ინგოროყვა;

15. ბუმერანგი - ქართველი პოეტი და მწერალი 

ნამდვილი სახელი და გვარი - ალიო მირცხულავა;

16. ბანოვანი - ქართველი მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - დესპინე გელოვანი;

17. კოლხიდელი - პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგოლ დადიანი;

18. ვასილ ბარნოვი - ქართველი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - ვასილ ბარნაველი;

19. ნიკოლოზ მიწიშვილი - ქართველი პოეტი და „ცისფერყანწელთა“ ერთ-ერთი აქტიური წევრი

ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ სირბილაძე;

20. იეთიმ გურჯი - პოეტი, სახალხო მელექსე და ლოტბარი 

ნამდვილი სახელი და გვარი - იეთიმ დაბღიშვილი;

21. იოსებ გრიშაშვილი - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე

ნამდვილი სახელი და გვარი - იოსებ მამულაშვილი;

22. ია ეკალაძე - პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე 

ნამდვილი სახელი და გვარი - იაკობ ცინცაძე;

23. ლავრენტი არდაზიანი - მწერალი და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი

ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსი ელბაქიძე;

24. ნიკოლოზ გაბაონი - ისტორიკოსი და მწერალი

ნამდვილი სახელი და გვარი - ვალერიან გაბაშვილი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება