სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასების ცვლილება სკოლებში - დირექტორებმა საშტატო განრიგი სამინისტროსთან უნდა შეათანხმონ 
21-01-2025
-
+


2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სკოლებში ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის სახელფასო ცვლილება შეეხო სკოლის ექიმებსაც... აქედან გამომდინარე, დირექტორებს აქვთ ვალდებულება, ზუსტი საშტატო განრიგები „ესქულის“ ბაზაში ასახონ, სამინისტროსთან შეთანხმებით, რათა ოფიციალურმა სტრუქტურებმა თავის მხრივ უზრუნველყონ ხელფასების გაცემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორების პლატფორმა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სკოლის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი შეიმუშავებს სკოლის საშტატო განრიგს, რომელსაც ამავე წესდების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, უთანხმებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შესაბამისად, სკოლების დირექციამ დროულად, (ხელფასების დაანგარიშებამდე) უნდა მოახდინოს რეაგირება.

2025 წლის იანვრიდან იზრდება საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალის, მათ შორის სკოლის ექიმის/ექთნის (სკოლის ექიმის დარიცხული თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი, ხოლო ექთნის 670 ლარი) და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი) თანამდებობრივი სარგო არანაკლებ 10%-ის ფარგლებში და შესაბამისად, საჯარო სკოლებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ საშტატო განრიგის პროექტები, რომელიც ძალაში შესაძლებელია შევიდეს 2025 წლის პირველი იანვრიდანაც კი.

საშტატო განრიგის შექმნა უნდა განხორციელდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) და სისტემაში საშტატო განრიგის შექმნისას/ცვლილებისას საჭიროა ყველა ინფორმაციის და ველის შევსება (როგორიცაა საათობრივი ბადის, სკოლის გასული და მიმდინარე წლის ბიუჯეტის, კლასებისა და მასწავლებლის ხელფასების ველების შევსება), ხოლო საბოლოო შეთანხმება განხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით,

კერძოდ, საჯარო სკოლებმა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სამინისტროსთან შეთანმხებული საშტატო განრიგი უნდა გადააგზავნონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება