| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის 15 იანვრიდან განახლდა. etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას, მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, რაც პედაგოგებს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის აქტივობების წინასაწარ დაგეგმაში.
აღსანიშნავია, რომ მეორე სემესტრში ოფიციალური დასვენების დღეები 7 სასწავლო დღეს ემთხვევა. დასვენების დღე იქნება - 3 მარტი; 9 აპრილი; 18-21 აპრილი (აღდგომის დღეები); 9 მაისი; 12 მაისი; 26 მაისი.
ამის გარდა, მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც აქვთ, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლითაა. თუმცა წელს ეს არდადეგები უფრო ხანგრძლივი იქნება, იგი 8 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი 17-ში განახლდება.
რაც შეეხება მეორე სემეტრში სასწავლო დღეების რაოდენობას, იგი განსხვავებულია პირველი, მეთორმეტე და მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის;
II-XI კლასებისთვის 96 სასწავლო დღეა განსაზღვრული (სწავლის დასასრული - 13ივნისი);
I კლასისმოსწავლეებისთვის 83 დღე; (სწავლის დასასრული - 27 მაისი);
XII კლასის მოსწავლეებისთვის 79 დღე (სწავლის დასასრული - 20 მაისი).
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება