სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
13-01-2025
-
+


14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რომელსაც ზოგიერთ კუთხეში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და განსხვავებული ტრადიციებითაც ეგებებიან. 

სვანეთში ძველით ახალ წელს „ზომხა“ ჰქვია. ახალი წლის ჟრიამული იქ სწორედ 14 იანვარს იგრძნობა. დილით ოჯახში ტკბილეულითა და სასმლით მეკვლე მიდის, რომელიც ყველას ლოცავს. შემდეგ ხდება „ლიშიააში“ - მეკვლე ოჯახის თითოეულ წევრს ლოცავს და თავისი ხელით გადასცემს ტკბილეულსა და გარკვეულ თანხას. იმავეს აკეთებს ოჯახის უფროსიც, ოჯახიდან მეკვლეს ხელცარიელს არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ. სვანეთში სჯერათ, რომ მომდევნო წლის წარმატებულობა, გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, ვისაც „ზომხას“ პირველად ხელს ჩამოართმევენ ან რაიმეს გამოართმევენ. სწორედ ამიტომ, მეკველე განსაკუთრებული დაკვირვებით ირჩევა. ზოგიერთი ადამიანი პირველად მეკვლესაც არ ართმევს ხელს და მისთვის გამორჩეულ ადამიანთან მიდის, რათა მისი აურა მთელი წელი გაჰყვეს. 

რაც შეეხება სუფრას, გარდა ტრადიციული კერძებისა და ღორის მოხარშული თავისა, მაგიდაზე აუცილებლადაა ხილი. ვაშლში კი, სავარაუდოდ, ბარაქის მოსაზიდად, ხუდებს ამაგრებენ. მეკვლის სტუმრობის შემდეგ, ახალგაზრდები თითოეულ ოჯახში მიდიან და ლოცავენ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ახალი წლისთვის პურს - „ლემზირს“ აცხობდნენ, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული. 

კალანდა - სწორედ ასე ჰქვია ძველით ახალ წელს გურიაში. ამ დღისთვის მთელი რეგიონი განსაკუთრებულად ემზადება - ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინითა და კრიმანჭულით ხვდებიან ძველით ახალ წელს. 

ამბობენ, კალანდისთვის მზადებას გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდაო. სადღესასწაულო სუფრაზე მოხარშული ღორის თავი, დედალი, ღვეზელი, გოზინაყი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. კერძები ცხემლის შეშაზე უნდა მომზადებულიყო. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს, ტკბილეულს დაალაგებდა და სახლსა და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა, შეძახილით: რა მოგაქვს, რა მოგაქვსო? შემდგომ სამჯერ დააკაკუნებდა კარზე. დიასახლისი უმალვე გამოსძახებდა, - სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო და გამზადებულ სუფრას ოჯახის წევრები შემოუსხდებოდნენ. 

მესხეთში უფრო დიდი მნიშვნელობა 14 იანვარს ენიჭება. სპეციალურად ამ დღისთვის, წინასწარგაწერილი თანმიმდევრობით, ფურნეში ცომეული ცხვება. კერძოდ, ჯერ მესხური ლავაშები, შემდეგ - მრგვალი შოთები, ხაჭაპური და მესხური ქადები ცხვება. მათ თანმიმდევრობა შემთხვევითი არაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ცომეულს რა ტემპერატურა და დრო სჭირდება გამოსაცხობად. განსაკუთრებული ყურადღება მესხურ ქადებს ექცევა, რომლებიც ერბოსგან მზადდება.

ადრე, ძველით ახალი წლისთვის ღორს კლავდნენ, ასევე, აუცილებლად ცხვებოდა ქადები და ხაჭაპურები. გარდა ამისა, გოზინაყსა და ხინკალს ამზადებდნენ. ადრე ბასილას - ცომით ადამიანის ფორმის ფიგურას ამზადებდნენ, მას თავსა და ტანს უკეთებდნენ. მიაჩნდათ, რომ მას ოჯახისთვის ბარაქა მოჰოქნდა. 

ძველით ახალ წელს სამეგრელოში თოფის სროლით ეგებებოდნენ. ახალი წლის მოსალოცად, დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა. სახლში დაბრუნებისას, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მეკვლეობის რიტუალი 2-ჯერ, 14 და 15 იანვარს, დილით სრულდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება