სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„მე და ჩემი ძმა ბებოს გოზინაყს ვპარავთ“,- საახალწლო კერძები, რომლებიც მოსწავლეებს ყველაზე მეტად უყვართ
03-01-2025
-
+


ახალი წელი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საყვარელი და ჯადოსნური მოლოდინებით აღსავსე დღესასწაული.  ეს არის დრო, როდესაც სასწაულის მოლოდინი და თბილი ოჯახური გარემო ერთმანეთში ჰარმონიულად ირევა. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რაც ამ დღესასწაულს გამორჩეულს ხდის, საახალწლო სუფრაა, მაგრამ, რა არის ის კერძები, რომლებიც ბავშვებს განსაკუთრებით ახარებთ? ნამცხვრები თოვლის ბაბუას ფორმით, ტკბილეულით სავსე სუფრა თუ დედებისა და ბებიების მომზადებული ტრადიციული კერძები?

სწორედ ამაზე მოგიყვებით დღეს და გაგიზიარებთ მოსწავლეთა კომენტარებს, რათა ვიცოდეთ რა ხდის საახალწლო სუფრას ბავშვებისთვის განსაკუთრებულს. 

„ყოველ წელს სახლში გვაქვს გოზინაყი, ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ. კი გვეჩხუბება ხოლმე მაგრამ მთელ საახალწლო ჟრიამულში ყველაზე მეტად ბებოს გოზინაყების მოპარვა გვიყვარს“, - გვიყვება მე-5 კლასელი ანდრია. 

„მე, ჩემს ძმას, დებს და დედას გვაქვს ტრადიცია, რომ ყოველ წელს გამოვაცხოთ ნამცხვარი, რომლითაც დეკორატიულ სასახლეს ვაწყობთ, მართალია ამ ნამცხვარს ვერ ვჭამთ ახალ წელს, იმიტომ რომ გასალამაზებლად გვიდევს, მაგრამ მაინც ყველაზე საყვარელი მათ შორის, რაც საახალწლო სუფრაზე გვიდევს“. 

„ყველაზე მეტად გოზინაყი მიყვარს. სხვა დროსაც ვყიდულობთ ხოლმე გოზინაყს, მაგრამ ახალ წელს მაინც სხვა გემო აქვს, სახლში დედას გაკეთებულ გოზინაყს. ერთი სული მაქვს, როდის დადგება 12 საათი რომ დავაგემოვნო. ასევე საახალწლო კერძებიდან ძალიან მიყვარს გოჭის ხორცი“, - გვეუბნება მე-7 კლასელი ანი. 

„ზოგადად, საახალწლო კერძები ძალიან მიყვარს, თუმცა უპირატესობას საცივს ვანიჭებ. საახალწლოდ ოჯახში ამ კერძს ყოველთვის ვაკეთებთ და მგონია, რომ ახალ წელთან ასოცირდება. პირველ იანვარს მეგობრებთან ან ნათესავებთან მივდივართ და საცივს ყველგან ვსინჯავ ხოლმე“, - გვიყვება მე-10 კლასელი ალექსანდრე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება