სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით ჟდანოვის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებსა და პროექტებს
15-06-2018
-
+


ჟდანოვის საჯარო სკოლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

სკოლა არც თუ ისე დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა პედკოლექტივი აქტიურადაა ჩაბმული სასკოლო და კლასგარეშე საქმიანობაში. 

სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ. 

13-დან 18 წლამდე ასაკის „ნორჩ ფეხბურთელებს“ 5 თასი აქვთ მოპოვებული. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებებშიც. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგს ედგარ მნოიანს. 

სკოლაში ყველა ღირსშესანიშნავ დღეს საზეიმო ღონისძიებები ეწყობა. 

ქართული ენის მასწავლებელი ჰაიკანუშ თუმასიანი დაწყებით კლასებს ასწავლის. ის თავის აღსაზრდელებს სამშობლოს სიყვარულს უღვივებს და პატარებს თავიდანვე აჩვევს პატივისცემას. 

V-VIII კლასების ქართული ენის მასწავლებელი აზნივ ხანჩალიან წინამორბედის საქმიანობას აგრძელებს და მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნას უღრმავებს. 

IX-XII კლასში მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან ქართველი მწერლების ბიოგრაფიას და შემოქმედებას. მათ მასწავლებელი ნინო სვანიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩაატარა. 

სკოლაში აქტიურად ტარდება ღია გაკვეთილები და მასწავლებლებიც ტრენინგებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობენ. 

ჟდანოვის საჯარო სკოლა აქტიურ მუშაობას აგრძელებს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება