სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

X-XII კლასების მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება 22 ნოემბერს ჩატარდება - დეტალები
21-11-2024
-
+


22 ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 

საცდელი ტესტირების გასავლელად მოსწავლეს შეუძლია მისთვის სასურველ დროს, 22 ნოემბრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს "საცდელი ტესტირება" და შეასრულოს დავალებები (სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).

დეტალური ინსტრუქცია:

ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  https://ol-test.naec.ge. ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“  და აჭერს ღილაკს - „შესვლა“. ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და ტესტს ("საცდელი ტესტირება"). თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება. თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).

საცდელი ტესტირებისათვის განსაზღვრულია დრო (1 საათი). კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ დროს. 

ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა ტესტირებისას კომპიუტერის ან ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტა, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, კერძოდ, ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.

გაითვალისწინეთ: პრეტესტი არ ფასდება. ტესტირების შემთხვევაში კი მოსწავლე ეკრანზე ხედავს ქულას მუშაობის დასრულებისთანავე.

თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და, მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება