სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა/კვლევა“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტი 
15-11-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლისათვის პროექტებით სწავლება ძლიერი მხარეა. მასწავლებლებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ამ გზით შეძენილი ცოდნა ილექება ხანგძლივ მეხსიერებაში და ხელს უწყობს ახალგაზრდებში მრავალმხრივი უნარების განვითარებას.

სკოლის ჰუმანიტარულმა და ესთეტიკურმა კათედრებმა განახორციელეს პროექტი: „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა/კვლევა“.

პროექტის ფარგლებში VI-VII კლასის მოსწავლეებმა შეარჩიეს არქიტექტურული ძეგლები: შორაპნის ციხე, უბისისა და წმინდა გიორგის ეკლესია- მონასტრები. შეისწავლეს ისინი სხვადასხვა კუთხით, მოიძიეს მათი პოპულარიზაციის გზები, რათა მოახდინონ ძეგლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. განახორციელეს სასწავლო -შემოქმედებითი ვიზიტი აღნიშნულ ტაძრებში.

პედაგოგ ლელა ნებიერიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო, შინაარსიანი პრეზენტაციები უბისის, წმინდა გიორგისა და შორაპნის ციხის შესახებ. ისაუბრეს მათი სტრატეგიული, სოციალური, ეკონომიური და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.

პედაგოგი მარეხ გიორგაძე მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ანბანის განვითარების ისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა უბისის ტაძრის კედლებზე შემორჩენილ წარწერებსა და ულამაზეს ფრესკებზე, რომლებზედაც ასახულია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულები: აღდგომა, ხარება, საიდუმლო სერობა, ბზობა და სხვა. მოსწავლეები შეეცადნენ წაეკითხათ „კოშკ-გოდოლზე“ შესრულებული წარწერები და მოაწყვეს საინტერესო პრეზენტაციები. 

მუსიკის მასწავლებელ თეა ყიფიანის დახმარებით, მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობები გაალამაზეს პატრიოტული სიმღერებით.

ეს დღე ყველას დარჩებათ მეხსიერებაში, როგორც ლამაზი, საინტერესო, შინაარსიანი და ემოციებით დატვირთული. 

სკოლაში მადლობას უხდიან კათედრებს თანამშრომლობისათვის და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება