| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება იმართება. ამჯერად, კი, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა იზეიმეს. მათ დამრიგებლის - ალექსანდრა კვიციანის ხელმძღვანელობით, წელიწადის ოქროსფერ სეზონს ხოტბა შეასხეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.
ღონისძიებაზე თეა თაბაგარის შემდეგი ლექსი წაიკითხეს:
ჩემი იმერეთის შემოდგომა
ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,
ჰაერს დაწყებია უმადობა,
და მეც გავაკეთე აღმოჩენა,
თურმე,
მონატრება უვადოა.
ხალას ოცნებაზეც ჩამოთოვა,
მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
რადგან პოეზიამ დამიმონა,
სულში ჩამისახლდა უსახლკარო,
ფიქრი გამიმხილა...
ამიტომაც,
გრძნობები რითმებად უნდა ვღვარო.
მე კი მოლოდინი დამმჩნევია,
ფოთოლცვენისფერი, უხალისო,
რადგან არაფერი დამრჩენია,
თურმე,
შესამჩნევი უამისოდ,
და მეც პოეზიით მოვიარე,
მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება