| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, წმინდა ილია მართლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მწერლის მხატვრულად წაკითხული ტექსტები, სიმღერები.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს შემეცნებითი ფილმი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მანანა ნათენაძე, ნანა კარაპეტიანი და მუსიკის პედაგოგი ლეილა თელიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება