სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მოულოდნელი საჩუქარი ქუთაისის ყველაზე მაღალქულიან „ეტალონელებს“
01-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქუთაისის ოპერის თეატრში ჩატარდა და მას უპრეცედენტო რაოდენობის გულშემატკივარი ესწრებოდა.   

ქუთაისის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა, ხოლო პირველ ცხრა ადგილზე გასულს მერია ზაფხულში ზღვაზე დასასვენებლად გაუშვებს. გამარჯვებულ მოსწავლეს კი ბიბლია გადაეცა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელს - ქუთაისის ალბომი. ასევე, ქუთაისის მერი ‘’ეტალონში’’ გამარჯვებულს, სკოლის დირექტორს და კლასის ხელმძღვანელს ფულად ჯილდოებს გადასცემს.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ქუთაისის N28 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო სინატაშვილი (74 ქულა). 

"Etaloni.ge" ''ეტალონი  მოსწავლის'' ტიტულის მფლობელს გაესაუბა. როგორც გამარჯვებული ნინო აღნიშნავს, გამარჯვება ძალიან დიდი სიურპრიზი იყო მისთვის. ნინო მცირეკონტიგენტიანი სკოლიდანაა, რომელიც თითქმის დახურვის პირასაა და როგორც თავად ამბობს, სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა: 

„გამარჯვება ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, იმდენად არ გამჭირვებია, რამდენადაც მოულოდენელი იყო გამარჯვება. კონკურენცია საკმოდ მაღალი იყო. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ის ზრდის ბავშვებში მოტივაციას, ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ პროექტისგან. სიხარული და ემოციაც ძალიან დიდი იყო. ჩვენს სკოლას რაც შეეხება, არ გვაქს წყალი, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, იატაკი დაზიანებულია და სხვა კიდევ უამრავი პრობლემა გვაქვს.“

ქუთაისის N28 სკოლის დირექტორი ცირა ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლე, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა მცირეკონტიგენტიანი სკოლიდანაა, რომელიც საკმაოდ ბევრი პრობლემის წანაშე დგას: 

„აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, ეს პროექტი საერთოდ მთელ საქართველოში არის წარმატებული. დიდი მადლობა ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს, ჩვენს მერიას, რომ ეს კონკურსი ჩატარდა. აღტაცებულები ვართ, რომ ჩვენმა მოსწავლემ ჩვენი იმედები გაამართლა. ჩემი სკოლის პედკოლექტივი ისეთია, შრომას არ აკლებენ მოსწავლეებს. იმის გამო, რომ მცირეკონტიგენტია და ქალაქისგან შორს, არ გვაქვს სპორტდარბაზი, სააქტო დარბაზი, ოთახებში გვიწევს ღონისძიებების ჩატარება. საშუალება არ გვაქვს შევიძინოთ სასწავლო ინვენტარი. მე ჩემი ხელფასიდან პირადად ვაძლევ წარმატებულ მოსწავლეებს სტიპენდიას, რათა წავახალისო ისინი. ამ თვის სტიპენდიანტი გახდა სწორედ, გამარჯვებული ნინო სინატაშვილი.“ 

ქუთაისის N28 სკოლის მასწავლებლის ნანა ახალკაცის თქმით, ‘’ეტალონი’’ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარმოაჩინონ თავიანთი თავი და სკოლა: 

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ‘’ეტალონი’’ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარმოაჩინონ თავიანთი თავი და სკოლა. ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩვენი მოსწავლით, რომელმაც ძალიან გამოიჩინა თავი, მადლობის მეტი რა გვეთქმის. რაც შეეხება ტესტირებებს, რომელიც სკოლებში ჩავატარეთ, ნადვილად ობიექტურად ჩატარდა. ჩვენ თვითონ დაინტერესებულები ვიყავით, რომ ბავშვებს თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ.“

მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი გამოთქვამს სურვილს, რომ ‘’ეტალონი’’ ისევ სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდეს:  

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ცოდნის და ინტელექტის ამაღლებისათვის და ასევე, გონების გასავარჯიშებლად. ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ისევ ტელევიზიას დაუბრუნდეს ‘’ეტალონი’’. მთელი საქართველო რომ აქვს ამ პროექტს მოცული, ეს ძალიან კარგია, ყველა სკოლაა მასში ჩართული. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ‘’ეტალონის ქომაგის ’’ დიპლომი გადმომეცა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისათვის.’’ 

მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის მაყვალა ქობულაძის თქმით, ქუთაისის მერი ‘’ეტალონში’’ გამარჯვებულს, სკოლის დირექტორს და კლასის ხელმძღვანელს ფულად ჯილდოებს გადასცემს:

''ძალიან კარგად ჩატარდა ყველაფერი. ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა კონკურსს. ძალიან ვიმხიარულეთ და ამასთანავე, ვინერვიულეთ. სწავლა-განათლების დაინტერესებაზეა ორიენტირებული ''ეტალონი'' და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არც ცეკვა გვაკლდა , არც სიმღერა. ძალიან ემოციური იყო, როცა ეტალონის ქომადგად დამასახელს. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობას ვუხდი. ისინი ისეთი კარგები არიან, ისეთი თბილები, რომ მოტივაცია არა მარტო მე, არამედ მთელს ქალაქს გაეზარდა. ქუთაისის მერი ‘’ეტალონში’’ გამარჯვებულს, სკოლის დირექტორს და კლასის ხელმძღვანელს ფულად ჯილდოებს გადასცემს. “

''ქუთაისის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნინო სინატაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".        

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ვინ გახდა ქუთაისის ''ეტალონის'' 9 საუკეთესო მოსწავლე - მოსწავლეთა რეიტინგი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება