სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრომ კონკურსის ვადები შეცვალა - დეტალური ინსტრუქცია
25-10-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 24 ოქტომბრის N1372658 ბრძანების (ბრძანება) საფუძველზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით კონკურსის ვადები გახანგრძლივდა. 

კონკურსში მონაწილეობისთვის, დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილნი არიან განაცხადები წარმოადგინონ ცენტრის ელექტრონული ფოსტის - jobs@eqe.ge - მეშვეობით 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით. 

საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ცენტრისთვის განცხადებით მიმართვაზე უფლებამოსილი დაინტერესებული პირია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. 

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: 

· ავტობიოგრაფია (CV); 

· ცნობა სამუშაო ადგილიდან; 

· უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად); 

· ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში); 

· კანდიდატის წერილობითი თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (დანართი) 

საკოორდინაციო საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება