სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს
01-12-2016
-
+


2015 წელს 2007-2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში (მე-4, მე-8 კლასები), ასევე ბუნებისმეტყველებაში (მე-8 კლასი; მე-4 კლასში შედეგები არ შეცვლილა). 

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება. მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია). 

საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციისა და ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში  აღნიშნულია, რომ გენდერული ნიშნით მოსწავლეთა მიღწევებს შორის სხვაობა მცირდება, ასევე, მონაწილე ქვეყნებში სასკოლო გარემო უფრო უსაფრთხო ხდება.

„სახეზეა პოზიტიური ტენდენცია, რომ განათლების ხარისხი უმჯობესდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა ქვეყანამ გააუმჯობესა შედეგი, ზოგიერთმა ამ სხვაობის შემცირება შეძლო,“ - აღნიშნა ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, აინა მულისმა.

საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ი უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება.

კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში - 2007, 2011 და 2015 წლებში.  2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.  

საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა TIMSS 2015-ის ნაციონალური ანგარიშის მომზადებაზე. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების  შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება