სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

დამწყებ ტრენერთა ტრენინგის პლუსები და ბენეფიტები - ეიბიჯეს აკადემიის ხელმძღვანელი კურსის დეტალებზე საუბრობს
21-10-2024
-
+


21-ე საუკუნეს თავისი მოთხოვნები აქვს, რომლებსაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა ფეხი უნდა აუწყოს. რატომ? - ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს - სხვაგვარად საინტერესო ვერ იქნები და შესაბამისად, ვერც კონკურენციას გაუძლებ. ეიბიჯიეს აკადემია კი ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს ადამიანებს, იყვნენ წარმატებულები, მიიღონ გამოცდილება და შემდეგ შეძლონ საკუთარი ცოდნის ტრანიზცია.

ამჟამად აკადემიაში მიმდინარეობს მიღება „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მე-8 ნაკადზე. რა პლუსები თუ ბენეფიტები აქვს აღნიშნულ კურსს და რატომაა მნიშვნელოვანი მასში მონაწილეობა - etaloni.ge-ს დეტალებზე ეიბიჯეს აკადემიის ხელმძღვანელი ანა ბუცხრიკიძე ესაუბრება:

- დეტალურად გვიამბეთ „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ შესახებ.

- ეიბიჯიეს აკადემიაში, ჩემი მენტორობით „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მერვე ნაკადზე მიმდინარეობს მიღება და ეს კურსი, ვფიქრობ, საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა, გამოცდილება კონკრეტულ საკითხში და სურს, საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გადასცეს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ  ჩვენი ტრენერების ნაწილი სწორედ ტრენერთა ტრენინგის კურსდამთავრებულია და ისინი წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას ეიბიჯიეს აკადემიაში.

კურსის პლუსებზე რომ ვისაუბროთ: შედგენილია იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება დამწყებ ტრენერს. დამეთანხმებით, 7 ნაკადი ცოტა არ არის... ჩვენ ყოველი ნაკადის მიღებისას ვმსჯელობდით, კიდევ რაიმე სარგებლის მიცემა ხომ არ შეეძლო კურსს დარეგისტრირებული პირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით თემებსაც განვიხილავდით, შესაბამისად კურსი მორგებულია დამწყები ტრენერების საჭიროებებს, რათა მათ, სურვილის შემთხვევაში, დამოუკიდებლადაც შეძლონ საქმიანობის გაგრძელება.

- როგორც ვიცით, სტაჟირებასაც უზრუნველყოფთ.

- სალექციო შეხვედრების პერიოდში, მონაწილეები ირჩევენ, რა თემაზე სურთ პირველი ტრენინგის/ვებინარის ჩატარება, ლექციების დასრულების შემდეგ კი გადავდივართ სტაჟირების ეტაპზე. სანამ მონაწილე აუდიტორიის წინაშე წარდგება, პირადად ჩემთან ატარებს სატესტო ტრენინგს, იღებს უკუკავშირს და თუ რაიმეა დასახვეწი, შესაცვლელი, ამისთვის ეძლევა ვადა, ხოლო სრული მზადყოფნის შემდეგ აუდიტორიასთან ატარებს პირველ შეხვედრას, რასაც მოჰყვება სტაჟირების ეტაპი - ის მოიცავს 4- 5 შეხვედრას აუდიტორიასთან. წარმატებული მონაწილეები რჩებიან ჩვენთან ტრენერის პოზიციაზე.

- ანა, ყველას შეუძლია კურსის გავლა, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო

- რა თქმა უნდა, ტრენერი უნდა ფლობდეს კომპეტენციას სპეციალობაში. ვისაც აქვს ცოდნა საკუთარი საქმის და სურს, ეს ცოდნა სხვა ადამიანებს გადასცეს შეუძლია, კურსში ჩართვა, ტრენინგის სტრუქტურაზე კი ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას.

- მსურველი, ალბათ, ბევრი იქნება.

- ასეა, თუმცა ხშირად მსურველები თავს იკავებენ იმის გამო, რომ ფიქრობენ, ადამიანები ორატორებად იბადებიან, ამ უნარის გავარჯიშება შეუძლებელია  და საკუთარი ცოდნა დღის შუქზე არ გამოაქვთ; მე კი გეტყვით, რომ ყველა უნარის გავარჯიშებაა შესაძლებელი და ძალიან ბევრი გამორჩეული ორატორი კარიერის დასაწყისში არ გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით, მათ ამ შედეგს დაუღალავი შრომით მიაღწიეს. თუ თვლით, რომ გაქვთ ცოდნა, რომელიც გსურთ, გადასცეთ სხვა ადამიანებს და რაიმე კონკრეტული საკითხი გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, ამ უნარის გავარჯიშება შესაძლებელია.

- დაბოლოს, რა არის „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ გავლის მთავარი ბენეფიტი?

- მთავარი ბენეფიტი არის გამოცდილება, მოკლე დროში მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება

•    ტრენინგის სპეციფიკა
•    ტრენინგის მონახაზი, ცენტრალური ნაწილი, შესავალი/დასკვნა.
•    სამიზნე აუდიტორიის შესწავლა
•    ეთიკის ნორმები
•    სატრენინგო თემის შერჩევა
•    დამაჯერებელი გამოსვლა
•    რა სურს ყველა მსმენელს, რა უნდა იცოდეს ტრენერმა.
•    საჯარო გამოსვლის შიში
•    მსმენელების ჩართვა პროცესში

ბენეფიტია ასევე ის, რომ ჩვენთან შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ ისეთ ორგანიზაციაში, რომელსაც ხალხი ენდობა და ენდობა სწორედ მისი ხარისხის გამო.

კურსზე მოქმედებს ფასდაკლება და მსმენელებს 99 ლარად შეუძლიათ კურსის გავლა.
ბენეფიტია ასევე ის, რომ ყველა დავალებას ვამოწმებ და კურსი მიმდინარეობს ჩემი მენტორინგით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება