სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში გამოწვევაა ბავშვობის ასაკში ქორწინება, რის გამოც გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას“
11-10-2024
-
+



საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად

„დღეს, როდესაც აღვნიშნავთ გოგოების საერთაშორისო დღეს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ თითოეული გოგოს უსაზღვრო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ჩვენი საზოგადოების ფორმირებაში უჭირავთ. ეს დღე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს გოგოების უფლებების მხარდასაჭერად და იმ პროგრესის შეფასებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ასევე იმ გამოწვევების ხაზგასმისთვის, რომელთა დაძლევაც აუცილებელია, რათა გოგოებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება დისკრიმინაციის, ძალადობისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში.

საქართველოში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, გოგოებს ჯერ კიდევ უწევთ ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა უხილავ თუ ხილულ ბარიერებთან გამკლავება. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას, რაც შემდგომში მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ გოგოების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მომავალში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგოები, სულ უფრო მეტად აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეებში. მოზარდი გოგოების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში ინვესტიცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გოგოებს, არამედ მათ ოჯახებს და ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი ხედვა მომავლის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია განცახდებაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება