სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახოს საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს
04-10-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, სასკოლო საზოგადოებამ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი - ნევრესტან დიდმანიძე იმყოფებოდნენ. 

ისინი პედაგოგიურ კოლექტივს, პირველკლასელებს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ. სტუმრებმა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოებას წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ მათ სასკოლო გარემო, კლასები, ახალი სააქტო და სპორტული დარბაზები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, სამედიცინო კაბინეტი, ახალი კომპიუტერული აღჭურვილობა და სპორტული ღია მოედანი დაათვალიერეს.

„მათ სტუმრობით მთელ სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, დიდი სიხარული მოგვანიჭეს. სკოლის ინფრასტრუქტურასა და  ყოველგვარ სიახლეებზე აჭარის განათლების სამინისტრომ, ქალბატონ მაია ხაჯიშვილის  თაოსნობით იზრუნა, რისთვისაც მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები დიდ მადლიერებას გამოვხატავთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება