სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

22 საათიანი პროფესიული განვითარების პროგრამა მასწავლებლებისთვის - რეგისტრაციის ბოლო ვადა და სხვა დეტალები ცნობილია
18-09-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო იწვევს ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგ-კურსზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 სექტემბერი, 23.59სთ.

სამი მოდულისგან შემდგარი 22-საათიანი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა პედაგოგებს აღჭურავს სასარგებლო ცოდნით საუბრის, კითხვის უნარების, გრამატიკის სწავლების მეთოდებისა და მასალის სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ.

პროგრამის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები. ტრენინგ-კურსი მოიცავს სამ თვით-შესწავლის მოდულს, „ლაივ" სესიებს, ფორუმებს, რეფლექსიური ჟურნალების მომზადებასა და ატვირთვას ონლაინ პლატფორმაზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეუერთდნენ ონლაინ პლატფორმაზე არსებულ ინტერესთა ჯგუფებს.

შემოდგომის კურსზე მონაწილეები დაამუშავებენ შემდეგ თემებს:

მოდული 1: Understanding speaking-maximising interaction;
მოდული 2: Understanding grammar teaching – focus on form;
მოდული 3: Understanding teaching reading.

კურსზე რეგისტრაციისთვის და დეტალებისთვის იხილეთ ბმული: https://forms.office.com/e/yjxXp6yTFs

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება