სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ აუმაღლოთ ბავშვს იმუნიტეტი შემოდგომაზე? - ეს უნდა იცოდეთ
28-09-2024
-
+


მშობლებისთვის შემოდგომის დადგომა სწავლის დაწყებასთან ერთად ვირუსების სეზონთან ასოცირდება, რაც მათთვის დიდი თავის ტკივილია. აღსანიშნავია, რომ ვირუსების გარდა ბავშვების ავადობის მიზეზი შესაძლებელია დაბალი იმუნიტეტი გახდეს.


ბავშვების ძლიერ იმუნიტეტზე ზრუნვა მშობლებმა ზაფხულის პერიოდიდან უნდა დაიწყონ. სპეციალისტების ყველაზე მთავარი რჩევაა, ბავშვმა რაც შეიძლება დიდი დრო სუფთა ჰაერზე გაატარონ, რათა შემოდგომის დადგომისთვის უკვე კარგად იყოს გაკაჟებული.

გარდა სუფთა ჰაერზე ყოფნისა, ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება. იმუნიტეტის ასამაღლებლად შესაძლებელია ვიტამინების კომპლექსის მიღება, რომლებსაც აუცილებლად პედიატრის დანიშნულებით მიიღებს თქვენი პატარა.

რაც შეეხება ჯანსაღ კვებას. მშობლებს სპეციალისტები რამდენიმე სასარგებლო რჩევას სთავაზობენ, რომ საკვების სწორად შერჩეული რაციონის მიხედვით ბავშვებს იმუნიტეტი აუმაღლოთ.

საჭმლის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ცილოვანი პროდუქტები, როგორებიცაა: ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი; ცხოველური ცხიმებიდან თევზი; მცენარეული ნახშირწყლები, რომლებსაც ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული შეიცვას;



A, C, E, და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები. ცნობისთვის, A ვიტამინი ორგანიზმში ბეტა-კაროტინის მეშვეობით წარმოიქმნება, რომელიც წითელ და ყვითელ ხილ-ბოსტნეულში: სტაფილოში, გარგარში, ნესვში, ასევე - ღვიძლსა და კვრცხის გულში ბევრია; C ვიტამინი კი ბევრია: ასკილში, ფორთოხალში, ლიმონსა და კომბოსტოში. E ვიტამინი ყველაზე მეტი მცენარეულ ზეთშია. B ჯგუფის ვიტამინებით კი ორგანიზმს: ნიგოზი, სოკო, წიწიბურა, ყველი, მზესუმზირა და პური ამარაგებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება