სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს დეკლარაციული ცოდნა - დეტალები
22-09-2024
-
+


სწავლა-სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს, მიღებული ცოდნის რაციონალურად გამოყენებას. მკვლევარების თქმით, დეკლარაციული ცოდნა ყოველთვის დიდი რაოდენობის ინფორმაციის ათვისება, მსჯელობისას მისი გამოყენების გარანტიას არ წარმოადგენს.

დეკლარაციული ცოდნის მიღება შესაძლებელია ინფორმაციის დამახსოვრებით, თუმცა დაზეპირებით შეძენილი ცოდნა უცნობი პრობლემების გადაჭრასა და რთული საკითხების ანალიზისთვის გამოსადეგი არ არის. ცოდნა აუცილებლად უნდა იქნას გააზრებული, აუცილებელია მეხსიერებაში მისი „ორგანიზება“, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს მისი გამოყენება.

გაგება / გააზრება - პრობლემების გადაჭრის პროცესში სტუდენტის წარმატება ხშირად პრობლემის
ადეკვატური მოდელის აგებისთვის საჭირო ცნებების შეზღუდული ან არასწორი გაგების გამო ფერხდება. სტუდენტებს ხშირად ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ ბუნდოვანი ან არასწორი წარმოდგენა აქვთ, რაც საუნივერსიტეტო კურსების დასრულების შემდეგაც კი რჩებათ.

არასწორი წარმოდგენა არის „მტკიცე იდეა, რომლისაც მოაზროვნეს სჯერა და რომელიც მეცნიერული წარმოდგენისგან განსხვავდება“. ამას მკვლევარები შემდეგი მაგალითით ასაბუთებენ: ფიზიკის ერთწლიანი საუნივერსიტეტო კურსის გავლის შემდეგაც კი, ზოგიერთი სტუდენტი იზიარებს არანიუტონისეულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მაღლა ასროლილ საგანზე მოქმედებს სიმაღლისკენ მიმართული მიზიდულობის ძალა, ხოლო დედამიწის მიზიდულობის ძალა მხოლოდ სიმაღლიდან დაბლა ჩამოგდებულ საგანზე მოქმედებს - არასწორი წარმოდგენები სხვა სფეროებშიც მრავლადაა.

მაგალითად, ფართოდ გავრცელებული რწმენა სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის შესახებ, დაბრკოლებებს უქმნის ფიზიკის სწავლებას და არსებული ცოდნის რესტრუქტურიზაციას. მეცნიერული თეორიების მსგავსად, არასწორი წარმოდგენები იოლად არ ქრება.

მკვლევართა თქმით, არასწორი წარმოდგენის შემთხვევაში, ინფორმაციის მხოლოდ მოპოვება საკმარისი არ არის. შესაძლოა, საჭირო გახდეს ცოდნის რესტრუქტურიზაცია ძველი წარმოდგენების ახლით ჩანაცვლებით, რათა რეალურად მოხდეს საკითხის გააზრება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება