სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ
08-06-2018
-
+


საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე იმჯელეს, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღიარება, რაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მოთხოვნაც იყო.

შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ სპეციალური მასწავლებლები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც სისტემაში მომუშავე დანარჩენი კატეგორიის პედაგოგები სარგებლობენ. ეს ფაქტორი კი, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მათთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური მასწავლებლის ტერმინი პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სწორედ ამიტომ, ის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება. სპეციალური მასწავლებელი იქნება პირი, რომელიც სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით, დაზუსტდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სხვა ისეთი ტერმინებიც, როგორებიცაა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ა.შ. ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტში დაზუსტდება ახალი ტერმინების განმარტებები - ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სხვა.

ყველა ეს ცვლილება ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებას, სწავლის თანაბარ შესაძლებლობას, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბებასა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის დანერგვას.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება