| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიღების გამოცხადება, აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
უფრო კონკრეტულად, სკოლა უფლებამოსილია აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა განახორციელოს მის მიერ დადგენილი წესით, რომელიც ითვალისწინებს ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურისგან განსხვავებულ ვადებსა და ეტაპებს.
მიღება ცხადდება სკოლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება:
ა) პროგრამა/პროგრამები, რომელზეც ცხადდება მიღება, შერჩევისა და ჩარიცხვის ეტაპები და ვადები ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა.
აპლიკანტმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, უნდა მიმართოს სკოლას და თუ აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას – დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, ამასთან, არ აქვს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, სკოლა უზრუნველყოფს მის რეგისტრირებას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
„თუ აპლიკანტი არის ამავე სკოლის მოსწავლე, სარგებლობს უპირობოდ ჩარიცხვის უფლებით პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი