სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დინებამ გაიტაცა... ბებიასთან იყო არდადეგებზე“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის მერვეკლასელი მოსწავლე მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს
23-08-2024
-
+


მოზარდი, რომელიც მყვინთავებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, მარიამ ქუქჩიშვილია. 

როგორც სკოლის დირექტორმა თენგიზ გულორდავამ Etaloni-ge-სთან საუბრისას განაცხადა მარიამი არდადეგებს გორგში ბებიასთან ატარებდა. მისივე ცნობით, მდინარეზე საბანაოდ წასული მოზარდი მეგობართან ერთად იყო და სავარაუდოდ დინებამ გაიტაცა, ერთის გადარჩენა მოახერხეს თუმცა სამწუხაროდ მარიამის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

„საშინელი ტრაგედია მოხდა ნამდვილად. დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს მოსწავლეზე იყო საუბარი. კი, აქამდეც ვიცოდით, რომ მტკვარში მოზარდს ეძებდნენ, მაგრამ მარიამის შესახებ თუ იყო საუბარი არ ვიცოდით. რამხელა ტრაგედიაა ჩვენს კოლექტივში ვერ გადმოვცემ, ოჯახში კი რა ხდება ეს ალბათ ისედაც გასაგებია. ძალიან კარგი, უსაყვარლესი ბავშვი იყო. ტკივილი, ტკივილი - ეს გვაერთიანებს ამ მომენტში სკოლის მთელ კოლექტივს. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბებიასთან იყვნენ ჩასულები ბავშვები, შემდეგ საბანაოდ წავიდნენ, ასევე ისიც გავიგეთ, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია ეს ინფორმაციაც, რომ თითქოს ორნი ყოფილან საბანაოდ, ერთის გადარჩენა მოასწრეს, მეორესი კი ვერა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები არ ვიცი. გადმოცემითი ინფორმაციებია... ფაქტი ყველაზე მტკივნეული და მძიმეა - ჩვენს სკოლას გამოაკლდა უსაყვარლესი მოსწავლე“, - აღნიშნავს დირექტორი.

ტრაგიკული ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს და ოჯახის, მისი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს: „დღეს დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით! ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ქუქჩიშვილი. ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, სკოლას და მის ყველა ახლობელ ადამიანს“.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მერვეკლასელის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, სკოლასა და მარიამის კლასელებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება