სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო
07-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედგების გამოცხადება დასრულდა და აბიტურიენტებმა უკვე იციან რა ქულები მიიღეს. შედეგებით განსაკუთრებით გახარებულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, დამატებითი მომზადებისა და რეპეტიტორის გარეშე მიეღოთ მაღალი ქულები, ერთ-ერთი ასეთი აბიტურიენტი გიორგი ბალხამიშვილია, რომელიც საჯარო სკოლაში სწავლობდა და რეპეტიტორის გარეშე შეძლო ქიმიაში 63 ქულიდან 62 ქულა მიეღო. 

მართალია, გიორგის მაქსიმალური ქულები არ მიუღია, თუმცა საკუთარი შედეგებით ამაყობს და აღნიშნავს, რომ სურს თავისი ქულებით მოტივაციის წყარო გახდეს მომავალი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ სწავლას და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორის გარეშე ემზადებიან.

გიორგის უმაღლესში სწავლის გაგრძელება სამედიცინო მიმართულებით სურს, ამიტომ ქიმიაში მიღებული მაღალი ქულა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება სხვა საგნებს, მისი თქმით ქართულ ენასა და ლიტერატურაში 56 ქულა აიღო, ინგლისურში- 67, ხოლო ბიოლოგიაში 67.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში, დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებით მსურს სწავლის გაგრძელება. ქიმიაში არ მოვმზადებულვარ, სკოლის მასალის გარდა, სხვა წიგნებსაც აქტიურად ვამუშავებდი, რასაც, ვფიქრობ, დიდი როლი ჰქონდა მაღალი ქულის აღებაში. მიზნის მიღწევაში სხვადასხვა პროექტსა თუ ოლიმპიადაში მონაწილეობაც დამეხმარა. 

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელსაც, შორენა შერმადინს, რომელმაც ქიმია შემაყვარა“, - გვეუბნება გიორგი ბალხამიშვილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება