| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, ახლა აბიტურიენტები სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან. არაერთ წარმატებულ აპლიკანტზე გვისაუბრია, რომლებმაც გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ამჯერად კი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ელენე გველეთიანს გაგაცნობთ.
ელენემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში, შეძლო და მაქსიმალური ქულები მოიპოვა, მაღალ ქულაზე ჩააბარა სამოქალაქო განათლების გამოცდაც, სადაც მაქსიმალური 60 ქულიდან, 53 მიიღო.
რა გრძნობაა, როცა შენი შრომა ფასდება, როგორია მაქსიმალურ შედეგზე გასვლა, როგორი იყო აბიტურიენტობა და სად აპირებს სწავლის გაგრძელებას? - ამ თემებზე Etaloni.ge-სთან ელენე გველეთიანი საუბრობს.
- ელოდი თუ არა უმაღლეს შეფასებებს და რა გრძნობაა მაქსიმალურ შედეგზე გასვლა?
- ველოდი კარგ შედეგს, ვიცოდი, რომ ქართულის და ინგლისურის გამოცდა კარგად დავწერე, მაგრამ არა ასეთს... ცხოვრების ამ ეტაპზე გამოცდებისთვის მეტნაკლებად ყველა ნერვიულობს და ამ ყველაფრის ფონზე საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის გამოვლენა რთულია, ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულა ჩვენს ცოდნას და უნარებს არ განსაზღვრავს.
- როგორი იყო შენთვის აბიტურიენტობა?
- რეპეტიტორებთან იმდენ ხანს ვემზადებოდი, რომ საკმარისი აღმოჩნდა ამ შედეგის მისაღებად, მაგრამ ისეთი აბიტურიენტებიც არიან, ვინც მოახერხა და საუკეთესო შედეგები საკუთარი შრომით მიიღო. ისინი ამტკიცებენ, რომ თვითდისციპლინა და ინტერესი წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. სკოლაში დიდი გამოცდილება მივიღე, საშუალება და მხარდაჭერა მქონდა, ყველა კარგი ინიციატივისთვის სული ჩამედგა ჩემს მეგობრებთან ერთად. ასეთი გამოცდილებაც საჭიროა, გეხმარება შენი ინტერესების გამოკვეთაში და გამზადებს ახალი ეტაპისთვის.
- ალბათ უკვე იცი რა ფაკულტეტზე აბარებ...
- ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვისწავლი, უნივერსიტეტს ჯერ კიდევ ვარჩევ.
- რამ განაპირობა, რომ სწავლა ამ მიმართულებით გაგეგრძელებინა?
- ბავშვობიდან არ მქონია ეს სფერო შერჩეული, ახლახან დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემი ბედი მეცადა.. კარგია, რომ დღეს მრავალფეროვანი განათლების მიღების საშუალება გვაქვს უამრავ დარგში, ეს მოცემულობა შესაძლებლობას გვაძლევს თავი ბევრ სფეროში ვცადოთ და გავიგოთ, რისი კეთება გვაძლევს სარგებელს და გვანიჭებს სიამოვნებას.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება