სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ინგლისურში ბოლო 1 თვე მოვემზადე, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი“, - ლემშვენიერას საჯარო სკოლა ამაყობს ეროვნულებზე ელენე შუკვანის მაღალი ქულებით
06-08-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში გამოაქვეყნა. აპლიკანტთა მაღალი შედეგებით განსაკუთრებით ამაყობენ მშობლიური სკოლები. 

სიამაყის საფუძველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე შუკვანმაც მისცა. მან გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო. კერძოდ, ინგლისურ ენაში 70-დან, 70, ხელოვნებაში 70-დან 64, ხოლო ქართულში 60-დან 49 ქულა აქვს. 

როგორც აბიტურიენტმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში სურს, გამოცდებისთვის კი მონდომებით ემზადებოდა. 

„ყველაზე მაღალი ქულა, 70-დან 70, ინგლისურში მივიღე. მესამე საგნად ხელოვნება ავირჩიე, სადაც 70-დან 64 ავიღე. ქართულში კი 60-დან 49 ქულა მქონდა და ეგ ცოტა გამიკვირდა, მოულოდნელი იყო. დანარჩენი საგნების შედეგებით, კმაყოფილი ვარ. 

სამხატვრო აკადემიაში გრაფიკულ დიზაინზე ჩაბარება მინდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში ბოლო 1 თვე მოვემზადე, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი და მეტი მომზადება არ მჭირდებოდა. სხვა საგნებზე კი სასწავლო წლის დასაწყოსოდან დავდიოდი“,- ამბობს ელენე შუკვანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება