TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ ნიჟარაძემ ინგლისურის გამოცდაზე 70 - უმაღლესი ქულა მიიღო
05-08-2024
-
+


ინგლისური ენის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა და უკვე ცნობილია, მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ნიჟარაძეა.

როგორც მარიამმა გვითხრა, მაქსიმალური ქულა მისთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იცის ინგლიური ენა და პროფესიაც ამ საგანს დაუკავშირა. 

„სიმართლე რომ გითხრათ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალურ ქულას ველოდებოდი, რადგან უკვე მაქვს C2 დონის კემბრიჯის სერტიფიკატი. ზოგადად ძალიან კარგად ვიცი ინგლისური, ბავშვობიდან კარგად ვფლობ ამ ენას. ადრეც და ახლაც ვემზადებოდი რეპეტიტორთან. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით გამარტივებული იყო ტესტები. ესსე ძალიან მარტივი დასაწერი იყო. ზოგადად კარგ ქულებს ველოდები სხვა საგნებშიც. ქართულში ორი ქულა დამაკლდა, 58 ქულა ავიღე, მესამე და მეოთხე საგნად ისტორია და ლიტერატურა ავირჩიე და კარგი მოლოდინები მაქვს. თუმცა, მგონია ისტორიაში 4 ქულა მაინც დამაკლდება და ლიტერატურაში არ შემიმოწმებია ჯერ. ინგლისურ ფილოლოგიაზე ვაბარებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - ამბობს მარიამი.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის მინიმალური ქულა 14-ზე მეტია, ხოლო მაქსიმალური 60.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება