სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ამაღამ ერთად ვათენებთ!“ - ყველაზე გრძელი ღამე და შედეგების მომლოდინე აბიტურიენტები ტრადიციული ექსპრომტებით
02-08-2024
-
+


გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგები 3 აგვისტოდან გამოქვეყნდება, თუმცა აბიტურიენტები 1-ელი აგვისტოდან მაინც 60 წამში 5-ჯერ ასწრებდნენ ქულების შემოწმებას, ვერვინ იჯერებდა, რომ შედეგები შაბათს გამოქვეყნდებოდა, თუმცა პარასკევიც მიიწურა და ქულების მომლოდინე მრავალრიცხოვანმა „არმიამ“ ყველაზე გრძელი ღამის თეთრად გათენება გადაწყვიტა.

ტრადიციული „მიმებითა“ და ექსპრომტებით გამოვიდნენ ასპარეზზე აპლიკანტები და ფეისბუქ ჯგუფებში კვლავ დიდი ხმაურია. 

    

„ამაღამ ერთად ვათენებთ!“- ინიციატივით გამოვიდა ერთ-ერთი აბიტურიენტი, რომელსაც მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები, ვისთვის ზამთრის ბუნიობა და 21 დეკემბერის ღამეა ყველაზე გრძელი, 2024 წლის აბიტურიენტებისთვის კი, 3 აგვისტოს გათენება იწელება უსასრულოდ: „ყველაზე გრძელი ღამეა ამაღამ, ხვალ ვალერიანებით ვივლი!“

- „არ დაიდება მაინც და აზრი?“, ერთ-ერთი პესიმისტურად განწყობილი აბიტურიენტიც გამოეხმაურა საერთო აჟიოტაჟს და NAEC-ს საჯაროდ გამოუცხადა უნდობლობა - შაბათია და ვინ რას დადებსო, ამას მოყვა კიდევ ერთი სკეპტიკურად განწყობილი აბიტურიენტის რეპლიკა: „მეც ძაან მინდა, რომ დაიდოს უკვე ნერვოზი გამიჩნდა, მაგრამ არ დაიდება ვიცი! ორშაბათიდან დაიწყება“ -  აბიტურიენტების ვის უკვირს, უნდა ვაღიაროთ და შაბათს შედეგების გამოქვეყნებას არც ჩვენ ველოდით. 

აქვე არიან აბიტურიენტები, რომლებსაც არათუ სჯერათ ხვალინდელი პროგნოზების, არამედ ზუსტი დროის დაკონკრეტებასაც ელიან, იმედოვნებენ, რომ დილით არ იქნება და ძილი არ მიაკლდებათ: „ ხვალ რომელზე იდება ქულები? იმედია 12-მდე არა!“. 

აქვე არიან აბიტურიენტები, რომლებსაც თავის დაზღვევა და 1 წუთში 60-ჯერ გადამოწმება ურჩევნიათ, თუმცა ისინიც დაიღალნენ და აბიტურიენტების ჯგუფში მორიგეობის შეცვლა ითხოვეს: „ყოველ წამს ვამოწმებ, აღარ შემიძლია და იქნებ ვინმემ დაწეროს თუ დაიდო და გამომეპარა“. 

ზოგი აბიტურიენტი იმაზე ღელავს, რომ ხვალ საიტი გაჭედავს, თუმცა მას მალევე გამოეხმაურა სხარტად მოაზროვნე თანატოლი და თავისებურად დაამშვიდა: „მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“. 

შეგახსენებთ, რომ NAEC-ის ინფორმაციით, ხვალ, 3 აგვისტოს, შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება