სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

10 რჩევა მასწავლებლებისგან მშობლებს - როგორ გავუმკლავდეთ შვილის ჭირვეულობას
07-06-2018
-
+


1. თუ გინდათ, რომ ბავშვებმა მოგისმინონ, ნუ აიმაღლებთ ხმას, ეცადეთ, რომ თქვენი ტონი, ნებისმიერ თემაზე საუბრისას იყოს თბილი და სასიამოვნო.

2. ბავშვებს არ უყვართ ასეთი ფრაზები, „მალე“, „ახლავე“, „ცოტა ხანში“ - მათთან საუბრისას გამოიყენეთ დროის განსაზღვრული ლიმიტი - „1 წუთში“, „5 წუთში“, „1 საათში“....

3. წაახალისეთ ისინი გაკვეთილების მომზადებისას. მოიფიქრეთ საჩუქარი მათთვის, იმ შემთხვევაში თუ დავალებას პირნათლად შეასრულებენ. ეს აუცილებელი არ არის ყოველთვის ნივთიერი რაღაც იყოს. შეიძლება ეს იყოს კომპიუტერთან გატარებული 1 საათი, სათამაშოდ გაშვება ან საყვარელი კერძის მომზადება. 

4. შენიშვნები დაწერეთ ფურცელზე და დაუტოვეთ ბალიშზე ან აბაზანაში. იმ ადგილებში, სადაც დიდხანს ატარებს დროს. 

5. მიაჩვიეთ, რომ მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის იყოს მოწესრიგებული. ამისათვის კი თავად მიეცით მაგალითი, ასევე დაეხმარეთ დალაგებაში. მარტომ არასოდეს დაალაგოთ.

6.  ეცადეთ ისე გააკონტროლოთ მისი დღის რეჟიმი, რომ თავად ვერ იგრძნოს. 

7. პერიოდულად დაიხმარეთ სახლის საქმეებში, ამ შემთხვევაში ბავშვის სქესს არ აქვს მნიშვნელობა და სანაცვლოდ გაუკეთეთ საჩუქარი.

8. ხშირად უყიდეთ ახალი ბლოკნოტი და უთხარით, რომ მისი გეგმების შესახებ დაწეროს და პლუსები გაუკეთოს შესრულებულ საქმეებს. 

9. მიეცით უფლება რომ პერიოდულად თანატოლები დაპატიჟოს სახლში, ამ დროს, ეცადეთ რომ ბავშვები განმარტოვდნენ. 

10. ხშირად ესაუბრეთ სკოლის შესახებ, 
აჩვენეთ, რომ ეს გაინტერესებთ. არა მხოლოდ მის გარშემო რა ხდება, არამედ ზოგადი ამბებიც და მისი მეგობრების შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც ყურადღებით მოუსმინეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა
 

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება