| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

24 ივლისს აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიაში ტარდება ტესტირება. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები საკითხების სირთულეზე etaloni.ge-ს ესაუბრებიან:
„გამოცდაზე ცოტა დრო დამჭირდა, რადგან არაფერი იყო ისეთი, რაც მერთულებოდა. მარტივი გამოცდა იყო. ახლა კითხვები რაც მახსენდება, თევზებსა და სეისმოლოგიაზე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ქულაც მაღალი მექნება“.
„ზოგადი კითხვები იყო, საქართველოს გეოგრაფიიდან და რუკა აფხაზეთზე. ამ გამოცდისთვის მთელი წელი ვემზადებოდი, ამიტომაც არ მერთულა. თანაც, ეს მეოთხე საგანია, ისტორიაც ჩავაბარე და გეოგრაფია მეტი შანსების გამო ავირჩიე ისევე, როგორც ალბათ ბევრმა. კმაყოფილი გამოვედი და ვნახოთ, რა იქნება. გავლილი მაქვს გასული წლების ტესტებიც და იმასთან შედარებით, მგონი, არც გამარტივებულა და არც გართულებულა“.
„საკმაოდ ბევრი დავალება იყო რუკაზე, ასევე ქარის მიმართულებასა და აფრიკის კონტინენტზე. იყო რუსეთ-უკრაინის ომზე და ამასთან დაკავშირებით, აფრიკის კონტინენტის დამოკიდებულებაზე. ახლა ამ საკითხებს ვიხსენებ. შედარებით რუკასთან დაკავშირებული საკითხები გამიჭირდა, თუმცა რთული ნამდვილად არაფერი ყოფილა. რუკა იყო ოკეანეებზეც“.
„ჩემი აზრით, თუ აბიტურიენტს ზოგადი ცოდნა აქვს, ამ გამოცდას აუცილებლად ჩააბარებს. უნდა ერკვეოდეს ცოტა პოლიტიკურ საკითხებში, იცოდეს რუკები და მობილიზებული იყოს. კონკრეტულ საკითხებს რაც შეეხება, რუსეთ-უკრაინის ომზე იყო პოლიტიკური საკითხი. გარდა ამისა, შეკითხვები იყო საქართველოს გეოგრაფიიდან, ოკეანეებზეც და მათ შორის, სეისმოლოგიაზე“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი