სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ პედაგოგი გავხდები“... - რას ამბობენ და როგორ მიდგომებზე საუბრობენ მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები
19-07-2024
-
+


დღეს, 19 ივლისს უცხოური ენების მასწავლებელთა გამოცდის წერითი ნაწილი ჩატარდა. აპლიკანტების შეფასებით ტესტები რთული არ ყოფილა, თუმცა იყო საკითხები, რომლებმაც ბევრი დრო დააკარგვინათ, მათ შორისაა, პრეტენზიის წერილი და შეცდომების პოვნა. პედაგოგობის მსურველებმა, რომლებმაც გამოცდა წერეს, ტესტის სირთულესთან ერთად სკოლაში დასაქმების პერსპექტივაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჯარო სკოლებში ახალი კადრების დასაქმების ნაკლები შანსებია

წერითი ნაწილი საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ძირითადად განათლებაზე მოდის საკითხები, ადრე ერთ-ერთი დავალება იყო უნდა დაგვეწერა სამოტივაციო წერილი, წელს პრეტენზიის წერილს ითხოვდნენ, რაც კიდევ უფრო მარტივი აღმოჩნდა, პრეტენზიები რა თქმა უნდა უფრო მეტი გვაქვს. თემა ტურიზმზე იყო, პრეტენზიად შემდეგი საკითხი წამოვაყენე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე: მე და ჩემი ოჯახი მივდიოდით სამოგზაუროდ და ტურისტულ სააგენტოსთან მქონდა პრეტენზია, რადგან სხვა ლოკაციაზე გადაგვიყვანეს.

ამ ეტაპზე არ ვარ სკოლაში დასაქმებული, მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ მგონია, რომ ეს არც ისე მარტივი იქნება, ყველასთვის ცნობილია, რამდენად რთულია ახალი კადრების საჯარო სკოლებში დასაქმება. რთულია, რადგან უკვე შევსებულია ადგილები ასაკოვანი მასწავლებლებით, რომლებიც ჯერ კიდევ სრული დატვირთვით მუშაობენ, გამომდინარე აქედან დამწყებებს არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ დავსაქმდეთ. როცა ასეთ სექტორში ახალბედა ხარ უფრო მეტად გირთულდება ეს ყველაფერისისტემურადაც საკმაოდ რთულია, ჯერ გარეგისტრირებენ მაძიებელ მასწავლებლად, პირდაპირ სკოლებში არ გიშვებენ, ათას დოკუმენტაციას და 5 წლიან გამოცდილებას გთხოვენ და ეს ხომ წარმოუდგენლია დამწყებისთვის.

სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია ახალი კადრების მოძიება, გადამზადება, ძველ მასწავლებლებთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ საგანმანათლებლო სისტემას ახალგაზრდა თაობა სჭირდება. მით უფრო ახლა, როცა ტექნოლოგიების ეპოქაში ვართ... ვაღიაროთ, რომ ძველ კადრებს ამის ათვისება უჭირთ, სასწავლო პროცესში მისი დანერგვა მნიშვნელოვანია. თუნდაც სასკოლო მასალებიუნდა შეიცვალოს, ამას კი სწორედ ახალგაზრდა კადრები ცვლიან. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პედაგოგს, თუმცა სიახლეები და ახალი სისხლი ამ სისტემაში აუცილებელია“, - აღნიშნავს მაკა კერატიშვილი.

ტესტებზე და დასაქმების სირთულეზე საუბრობს გიორგი გიუნაშვილი: „წელს პირველად გავედი ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდაზეტესტზე ვიტყოდი, რომ საშუალო სირთულის იყოდავალებებიდან სირთულიღ ალბათ, იმეილს გამოვყოფდი, ეს ცოტა უცხო იყო, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდიეროვნულებზე გვქონდა მსგავსი დავალება. ელექტორნული წერილის ფორმატით უნდა დაგეწერა პრეტენზია, თემა ტურისტულ სფეროზე იყო, მე კვებასთან დაკავშირებით წამოვაყენე პრობლემა. ალბათ ყველაზე დიდი დრო ამ დავალების შესრულებას დავუთმე. ასევე დიდი დრო წამართვა შეცდომების პოვნამ, ჩამონათვალი იყი შეცდომების ტიპების და იქედან უნდა აგერჩია რა ტიპის შეცდომები იყო დაშვებული, რთული არ ყოფილა, თუმცა მაინც მოითხოვდა დიდ დროს.

ჩემი დიდი სურვილია პედაგოგობა და ვიაზრებ, რომ საჯარო სკოლებში დასაქმება, გამოუცდელი და ახალგაზრდა კადრისთვის ძალიან რთულია, თუმცა ალბათ მთავარია პროფესიონალიზმი, რაც იმედია საკონკურსო ნაწილში ჩემს უპირატესობას გაზრდის. თუ პედაგოგი გავხდები უპირველეს ყოვლისა ვეცდები პირველ პლანზე არ წამოვწიო საგანი, არამედ კომუნიკაციის დამყარება შევძლო მოსწავლეებთან. ყველა ინდივიდია, სხვადსხვა ინტერესებითა თუ მიდრეკილებებით, ამიტომ მასწავლებელი კლასში მჯდომ ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა იცნობდეს. ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ურთიერთობები ყველანაირი წარმატების საწინდარია“. 

გამოცდას მარტივად აფასებს ზევინჩ ნამაზოვა და ჩვენთან მასწავლებლების არასწორ მიდგომებზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ მხოლოდ წიგნით სწავლება საკმარისი არაა და ეს უნდა გამოსწორდეს:  „ტესტები ჩემთვის საკმაოდ მარტივი იყო. ცოტათი რთული შეცდომების პოვნა აღმოჩნდა. ასევე იყო ერთი ფორმალური და ერთი არაფორმალური წერილი დასაწერი, ორივე დავწერე და იმედია კარგადაცმომზადებული აპლიკანტებისთვის არ მგონია, რომ დაუძლეველი იყოს ტესტი.

მასწავლებლობა არ იქნება მარტივი, ბევრი კადრია დასაქმებული საჯარო სკოლებში და თითქოს საჭიროებაც არაა ახალი კადრების. ასევე დიდია კონკურენცია დამწყებებთათვის, საკმაოდ ბევრი მსურველია, თუმცა თუ ჩვენ ჩავაბარებთ გამოცდას, მაშინ გვექნება უპირატესობა და ეს ალბათ გაამარტივებს პროცესს. მასწავლებლობა მინდა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საინტერესო მიდგომები მექნება. გამოცდაზე არაფორმალური წერილის თემა იყო, რომ მასწავლებლები მასიურად იყენებენ წიგნებს, იქაც აღვნიშნე და თქვენთანაც ვიტყვი, რომ მე ამას არ ვემხრობი. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მასწავლებლები უპირატესობას ანიჭებენ წიგნების კითხვას, ჩემს დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა - მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის. სიმღერით, ხატვით, ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით საინტერესო ხდება სასწავლო პროცესი“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება