სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატება ნიშნავს ძლიერ სასკოლო საზოგადოებას“- ნათია მახარობლიძე, ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია მახარობლიძე სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანია, რომლის ინიციატივითაც სკოლაში არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

მისი აზრით, ახალი თაობისთვის უმნიშველოვანესია, რომ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება ჰქონდეთ და სამშობლო უყვარდეთ. ამ მიმართულებით კი, სკოლაში აქტიურად მუშაობენ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ნათია მახარობლიძემ etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- გონებრივად და სულიერად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას, ძლიერ სასკოლო საზოგადოებას, მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ვუსურვებ წარმატებებს, ცოდნის, შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენას და ცხოვრებაში საკუთარი და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- იყვნენ ღირსეული ადამიანები, პატრიოტები, უყვარდეთ სამშობლო და ჰქონდეთ მაღლი მოქალაქეობრივი შეგნება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე ზრუნვას, მხარდაჭერას და მოტივაციის ამაღლებას.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“, ალექსანდრე დიუმა – „გრაფი მონტე კრისტო” შარლოტა ბრონტე – „ჯეინ ეარი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- პროფესიულ ზრდას, წარმატებულ მოსწავლეებს.



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება