სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიულობა, სტერეოტიპებისგან თავისუფალი აზროვნება“ - მაკა გუბელაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
09-07-2024
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე განათლებული, ეროვნული ინტერესების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის ხარისხიან საგნობრივ განათლებას უზრუნველყოფს, მათ სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას ასწავლის, შესაბამისად მოსწავლეებს ყველაზე ჰუმანურ ამერიკული ნაწარმოების - „ნუ მოკლავ ჯაფარას“ წაკითხვას ურჩევს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის აღზრდას. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ანთროპოლოგმა აფრიკულ ტომში ბავშვებს თამაში შესთავაზა. ხესთან ხილით სავსე კალათა დადო და უთხრა, ვინც პირველი მივა, ტკბილ ხილს მოიგებსო. როცა მიანიშნა გაქცეულიყვნენ, ყველამ ერთმანეთს ხელი მოჰკიდა და ერთად გაიქცნენ,  ერთადვე დასხდნენ და ტკბებოდნენ ნადავლით. ანთროპოლოგმა ჰკითხა მათ, - რატომ გაიქეცით ასე ერთად, შეგეძლოთ ყველას ნაყოფი მიეღო თავისთვის. ბავშვებმა უთხრეს: Ubuntu, როგორ შეიძლება ერთი ჩვენგანი იყოს ბედნიერი, თუ ყველა დანარჩენი მოწყენილია?“

Ubuntu - მათ ცივილიზაციაში ნიშნავს: მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ. ამ ტომმა იცის ბედნიერების საიდუმლო, რომელიც დაიკარგა საზოგადოებაში, რაც ყველაფერს აღემატება და თავს ცივილიზებული  სამყაროს წევრად გაგრძნობინებს.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მშვიდი გონებით მიჰყვნენ გამოცდებს, მობილიზება გაუკეთონ განვლილ მასალას... და ყველაფერი კარგად იქნება !!!

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- დემოკრატიულობა, რაც ნიშნავს თანასწორუფლებიანობას, სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებას და ნებისმიერი განსხვავებული აზრის პატივისცემას. შესაძლოა, არ ეთანხმებოდე, არ იზიარებდე სხვის მოსაზრებას, მაგრამ პატივს სცემდე მას, აუგად არ მოიხსენიებდე და არ აკნინებდე.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გადადო ყველაფერი პირადული და ემსახურო თითოეულის საჭიროებას!

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი „ნუ მოკლავ ჯაფარას“. რომანი ასწავლით, რა არის კარგი და რა - ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- წინ ბევრი და რთული გამოწვევაა, ვიცი, ადვილი არააა გაუმკლავდე პრობლემებს, მაგრამ რწმენას უფალი და კოლექტივის თანადგომა მაძლევს. მადლობა ყველას იმ ყოველდღიურობისთვის, რასაც ერთმანეთს ვჩუქნით, რასაც ბევრჯერ შეუცვლია ჩემი განწყობაცა და საქმისადმი მიდგომაც. ნათქვამია, წარმატებისთვის მეგობრებია საჭირო, ძალიან დიდი წარმატებისთვის კი მტრებიო და არც ერთის ნაკლებობას ვგრძნობ წლების მანძილზე.  მადლობა ყველას, ვინც მათბობს და მათაც, ვინც მაძლიერებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება