სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა - ნინო წერეთელი აპლიკანტებს მიმართავს
03-07-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა განაცხადა, რომ ტესტირების პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში შეუფერხებლად დაიწყო. ცენტრის დირექტორმა 147-ე საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ გამოცდებზე დროულად გამოცხადდნენ და არ დაიგვიანონ.

„დღეს 2024 წლის საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ტესტირებაზე მუშაობაც ყველგან შეფერხების გარეშე დაიწყო. 

იმედია,  26 ივლისამდე ასე გაგრძელდება. 147-ე სკოლაში, ჯერჯერობით, დაგვიანების შემთხვევა არ არის. აბიტურიენტებს მოვუწოდებ, მეორე სესიაზეც დროულად გამოცხადდნენ“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა პირველი სტატისტიკაც. 

არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 7% არ მივიდა.

შეგახსენებთ, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყველაფერი მზადაა...“ - მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება