სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტექსტი, რომელიც არ პასუხობს დავალებაში დასმულ საკითხს, ქულას ვერ შეგმატებთ - კიდევ ერთი საგნის საგამოცდო რჩევები ცნობილია
23-06-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები გამოაქვეყნა აბიტურიენტებისთვის, რომელთაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

დახურულ დავალებაზე მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ და სიღრმისეულად გაიაზრეთ კითხვები, ასევე ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით გააანალიზეთ თითოეული დისტრაქტორი და შეარჩიეთ ოთხიდან ერთი, რომელსაც სწორად მიიჩნევთ. ვიზუალურ მასალაზე დაკვირვება საუკეთესო საშუალებაა სწორი პასუხის ამოსაცნობად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ საკითხის გარშემო ცოდნა არ გაქვთ. დააკვირდით უარყოფის შემცველ კითხვებს! 

ღია დავალებების პირობაც უნდა წაიკითხოთ ყურადღებით და სიღრმისეულად გაიაზროთ, დააკვირდეთ ვიზუალურ მასალას და მაქსიმალურად არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოთ ცოდნასა და ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით შემუშავებული საკუთარი მოსაზრება. პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, თუმცა მაქსიმალურად ინფორმატიული. 

ცოდნის გამომჟღავნების მიზნით არასაჭირო ინფორმაციით თავისუფალი ადგილის შევსება არ არის კარგი გადაწყვეტილება. ტექსტი, რომელიც არ პასუხობს დავალებაში დასმულ საკითხს, ქულას ვერ შეგმატებთ. სამაგიეროდ, თუ სწორ პასუხში დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ შემოგვთავაზებთ თქვენს მოსაზრებას, რის გავლენას ხედავთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშზე, ან რას ამსგავსებთ მას და ეს მსგავსება/მოსაზრება აღმოჩნდება ადეკვატური, გარკვეულ ქულას დაიმსახურებთ.

განსაკუთრებულად გაამახვილეთ ყურადღება სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ცოდნაზე, თუ რა მხატვრული თავისებურებების შექმნაა მათი საშუალებით შესაძლებელი, ასევე კულტურათა, ეპოქების, სტილებისა თუ მიმდინარეობების ზოგად თავისებურებებსა და მახასიათებლებზე, რომელთა ამოცნობასაც შეძლებთ ტესტში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაზე. 

გახსოვდეთ, რომ საგამოცდო პროგრამის მასალას ტესტში შესული საკითხები არ სცილდება. თუკი უცნობი ხელოვნების ნიმუში იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების, ასევე მხატვრული თავისებურებების საილუსტრაციოდ.

ხელოვნების ტესტში მოცემული იქნება:

დახურული ტიპის დავალებათა 3 ბლოკი - სულ 22 დავალება;

8 ღია დავალება (წინადადებაში გამოტოვებული ტერმინის ჩაწერა); 

8 დავალება, რომლებშიც ფასდება მცდარია თუ ჭეშმარიტი მოცემული დებულება;

შესაბამისობის დავალება (არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ამოცნობა);

3 ღია დავალება, რომლებიც ითვალისწინებს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების თავისებურებათა შესაბამისობის ჩვენებას მათი შექმნის ისტორიულ ეპოქასა და კონკრეტულ სტილთან, ასევე ერთი შემოქმედის სტილურ ევოლუციას;

4 პუნქტის მიხედვით შესასრულებელი ღია დავალება - ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  3 საათი. 

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება