სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლუხვანოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება
14-06-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პირველი კლასის სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ღონისძიება ღია ცის ქვეშ, საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სკოლამ, რომელიც არაერთ საინტერესო მოგონებას ინახავს, ბევრი თაობა აღზარდა.

სკოლის მატიანეს კი კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი შეემატა. 

„ჩვენ სკოლას დიდი გული აქვს, ის მარგალიტია, მოსაფრთხილებელი და ხელისგულზე სატარებელი, ბევრი საინტერესო ღონისძიებისა და აქტივობის შემქმნელი და შემოქმედი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პირველი კლასის შემაჯამებელი ღონისძიებაც არ ყოფილა გამონაკლისი. ის მრავალფეროვანი, საინტერესო შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.

აღნიშნული კლასის მასწავლებელი ასმათ ხაბულიანი გახლავთ, რომელიც ამავდროულად სკოლის დირექტორიცაა. 

„პირველი მასწავლებელი ხომ დედასავით სათნო და ფაქიზია, იგი უპირველესი გზამკვლევია ცოდნის სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.      

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.         

სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, სამახსოვრო ფურცელი ჩაიწერა.

„ჩვენო ჭკვიანო, გულიანო, გონიერო, კეთილო, თვალებციმციმა პატარებო გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას, ლაღ, ბედნიერ, წარმატებულ, ნაყოფიერ წლებს გისურვებთ!“, - ამ სიტყვებით მიულოცა მასწავლებელმა მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება