სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეიბიჯიეს აკადემია“ მშობლებსა და მასწავლებლებს მორიგ საინტერესო ორდღიან კურსს სთავაზობს
22-05-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მნიშვნელოვანი და საინტერესო კურსები იმართება. 

18 მაისს, ტრენერმა ლანა საფაროვმა უფასო შეხვედრა ჩაატარა, რომლის თემაც იყო „რა არის აუტისტური სპექტრი“. აღსანიშნავია, რომ მსმენელს ჩანაწერის ნახვა შეუძლია შემდეგ ბმულზე. 

ახლა კი, აკადემია თავის მსმნელს ორდღიან კურსს - „აუტისტური სპექტრის აშლილობა და მასთან გამკლავების გზები“ სთავაზობს, რომელსაც ასევე ლანა საფაროვი გაუძღვება.

კურსი მოიცავს აუტიზმის ცნების განმარტებას, ისტორიას, აუტიზმის გამომწვევი რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმაციასა და სხვა საინტერესო ცნობებს.

როგორც თავად ტრენერი აცხადებს, ცალკე თემად იქნება გამოყოფილი ქცევის გამოყენებითი ანალიზის მნიშვნელობა და მისი გამოყენება სახლში, როგორც თერაპიული დახმარება ბავშვისთვის. გარდა ამისა, მოცემული იქნება სარეკომენდაციო სავარჯიშოები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. 

„ყველა საკითხზე ვისაუბრებ უფრო ვრცლად და მსმენელები შეისწავლიან ტექნიკებს მელთდაუნის სამართავად, ასევე მეტყველების/კომუნიკაცისს განვითარების სტრატეგიებს, ასაკის შესაბამისად. ქცევითი სირთულეების მართვას, რაც დაეხმარება მშობლებს და განსაკუთრებით სპეცმასწავლებლებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ექნებათ სიღრმისეული ცოდნა აუტიზმის დარღვევის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ, როგორც ზემოთ ვახსენე ეცოდინებათ რა არის ქცევის გამოყენებითი ანალიზი და რატომ არის მნიშვნელოვანი აუტიზმის მქონე ბავშვისთვის თერაპიული ჩარევა. გარდა ამისა, შეეძლებათ სწორი კომუნიკაცია. მასწავლებლები შეძლებენ ამა თუ იმ ქცევითი საკითხების მოგვარებას სკოლის/ საკლასო ოთახის ფარგლებში და სწორი დამოკიდებულების შემუშავებას. ყველა მონაწილე შეძლებს მართოს და დახმარება გაუწიოს აუტიზმის მქონე ბავშვს სტრესის მართვაში და შეძლებენ მათ მხარდაჭერას იმისთვის რომ შეძლონ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრება“,- აღნიშნავს ტრენერი ლანა საფაროვი. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი 25-26 მაისს, 20:00 საათზე, Google Meet პლატფორმაზე გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება